ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ჩემი რანჩო ბოცვერების ფერმის გაფართოებაში 1 მილიონს ჩადებს
28 სექტემბერი, 2017, 15:42
ჩემი რანჩო ბოცვერების ფერმის გაფართოებაში 1 მილიონს ჩადებს

თბილისი (GBC)კომპანია ჩემი რანჩო, რომელიც ბოცვერის ხორცს აწარმოებს გაფართოებისთვის ემზადება.

კომპანიის დამფუძნებელი ვანო იოსელიანი GBC-სთან ამბობს, რომ  ფერმის გაფართოებასზამთარში დაიწყებენ, რაშიც დაახლოებით 1 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება. შედეგად, ფერმაში სულადობა 10 000-დან 25 ათასამდე გაიზრდება.

კომპანია ბოცვერის ხორცს ქსელურ მარკეტებს უკვე აწვდის, მათ შორის „კარფურს“, „გუდვილს“ და „აგროჰაბს“.

„ვცდილობთ მოთხოვნის ზრდას ჩვენც შევუწყოთ ხელი.  ცოტა ხნის წინ ფასები 25%-ით შევამცირეთ, რითაც ბოცვერის ხორცი მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა“, - აღნიშნავს ბიზნესმენი.

მისი თქმით, ბაზარზე ბოცვერის ხორცის ფასი 18-20 ლარიდან,  13-15 ლარის დიაპაზონამდეა შემცირებული.

„ბოცვერის ხორცი ყველაზე უნიკალური და უსაფრთხოა, შეიცავს ორგანიზმისთვის საჭირო ამინომჟავებს, D ვიტამინს, არის დიეტური და რეკომენდირებულია ბავშვებისთვისაც“, - ამბობს ვანო იოსელიანი.    

შეგახსენებთ, ბოცვერების ფერმა გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში მდებარეობს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები