ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბოლო 5 წელიწადში საქართველოში სსიპ-ებისა და ააიპ-ების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა
28 სექტემბერი, 2017, 14:32
ბოლო 5 წელიწადში საქართველოში სსიპ-ებისა და ააიპ-ების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა

თბილისი (GBC) - ბოლო 5 წელიწადში საქართველოში სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების რაოდენობა 1.6-ჯერ გაიზარდა, ასევე გაორმაგებულია ამ სახის უწყებების სახელფასო ფონდი, - ასეთია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ახალი კვლევის შედეგი.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისგან განსხვავებით, საქართველოს კანონმდებლობა საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა (სსიპ) და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირების (ა(ა)იპ-ის) დაფუძნებისათვის ნათელ და მკაფიო კრიტერიუმებს არ ადგენს.

თუმცა პოზიტივად არის შეფასებული ის ცვლილება, რომლითაცსსიპ-ის ხელმძღვანელისა და მოადგილის თანამდებობაზე დასანიშნი კანდიდატურის შესარჩევად ცხადდება გამარტივებული საჯარო კონკურსი, ასევე უწყებებში საქმიანობის პირდაპირ მიჩნევა საჯარო სამსახურში საქმიანობად და ამ ტიპის ინსტიტუტებზე “საჯარო სამსახურის შესახებ” და “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” კანონების სრულად გავრცელება;

კვლევამ აჩვენა:  2012-2017 წლებში 45-დან  წლიდან 78-მდე გაიზარდა სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების რაოდენობა. ამასთან,  თუ 2012 წელს 40 სსიპ-სა და ა(ა)იპ-ში 8 870 საშტატო თანამშრომელი მუშაობდა. 2017 წლისთვის ეს მონაცემი 74 სსიპ-ისა და ა(ა)იპ-ის შემთხვევაში 12 632-მდე არის გაზრდილი.

2012 წელს 38 სსიპ-სა და ა(ა)იპ-ში 1077 შტატგარეშე თანამშრომელი მუშაობდა. 2017 წელს მათმა რაოდენობამ 67 სსიპ-ისა და ა(ა)იპ-ის ფარგლებში 7193 შეადგინა.

2012-2017 წლებში შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობის ზრდის ტენდენცია იკვეთება მხოლოდ იმ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებშიც, რომლებიც 2012 წლამდე დაფუძნდა.

2012 წელს 45 სსიპ-ისა და ა(ა)იპ-ის საშტატო თანამშრომლებმა ხელფასის სახით თითქმის  77 მლნ ლარი აიღეს, რაც 2016 წლისთვის 72 სსიპ-ისა და ა(ა)იპ-ის შემთხვევაში 165 მლნ ლარს აჭარბებს.

2012 წელს 39 სსიპ/ა(ა)იპ-ში 29,5 მლნ ლარი გაიცა შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასის სახით, 2016 წელს ამ მაჩვენებელმა 62 სსიპ/ა(ა)იპ-ში თითქმის 51 მლნ ლარს მიაღწია;

„პრობლემად რჩება საჯარო სექტორის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საკითხი. წარმოდგენილი კვლევა, სამწუხაროდ, არ მოიცავს, მაგალითად, შსს-სა და იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ-ებს და იქ მიმდინარე ტენდენციებს, რადგან ამ უწყებებმა ინფორმაცია არ მოგვაწოდეს; საქართველოს აღმასრულებელი და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების დაქვემდებარებაში არსებული სსიპ/ა(ა)იპ-ების საერთო რაოდენობისა და  საქმიანობის სფეროების შესახებ საჯარო სამსახურის ბიუროს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და მთავრობის ადმინისტრაციას ერთიანი სახით ინფორმაცია არ აქვთ, ხოლო ფინანსთა სამინისტროდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაცია ვერ მივიღეთ”, - აცხადებენ კვლევის ავტორები.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები