| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე მაღალ ტვირთბრუნვას ელის, რეგიონში არსებული რეალობის გათვალისწინებით.
მინისტრი აღნიშნავს, რომ ამ სარკინიგზო ხაზით ხარისხობრივად იცვლება რეგიონის ლოგისტიკა და კორიდორების სისტემა.
„იმ დიდი ვაჭრობის, რომელიცაა ყაზახეთსა და თურქეთს შორის, ასევე ჩინეთსა და თურქეთს შორის, ამ სარკინიგზო ხაზით ნაწილობრივი მომსახურება უკვე შესაძლებელია. დღეს იყო საუბარი იმაზე, რომ უკვე დროა დავიწყოთ ფიქრი მეორე ხაზზე, რადგან გადაზიდვების პერსპექტიული მოცულობები არის საკმაოდ დიდი", - განაცხადა გახარიამ, რომელმაც პროექტში ჩართული ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთის ინსპექტირება მოახდინა.
ამის შემდეგ, მოადგილეების დონაზე დაიწყება მუშაობა რამდენიმე საკითხზე, ერთ-ერთი იქნება დასასრულებელი სამუშაოების ნუსხის იდენტიფიცირება და განსაზღვრა, როდის იქნება შესაძლებელი პირველი სატესტო სატვირთო მატარებლის გავლა.
ამასთან, მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს სარკინიგზო ხაზი ქართული პორტების კონკურენტი ვერ გახდება.
,,ჩვენს თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებს განვუცხადეთ, რომ საქართველოს მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო ყოველთვის დაიცავს ქართული პორტების ინტრესებს", - განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, ახალი სარკინიგზო ხაზი ორიენტირებული იქნება ყველა სახის ტვირთზე და უკვე არის რამდენიმე შემოთავაზება, მათ შორის, საკონტეინერო ტვირთებზე ყაზახეთის მხრიდან.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss