ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ბახტაძე: ახალ სარკინიგზო ხაზზე პირველი სატვირთო მატარებელი დაახლოებით 2 თვეში გაივლის
27 სექტემბერი, 2017, 17:18
ბახტაძე: ახალ სარკინიგზო ხაზზე პირველი სატვირთო მატარებელი დაახლოებით 2 თვეში გაივლის

თბილისი (GBC) - საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის პროგნოზით   ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე პირველ სატვირთო მატარებელი დაახლოებით 2 თვეში გაივლის.

მამუკა ბახტაძემ დღეს ეკონიმიკის მინისტრთან,  ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრ აჰმედ არსლანთან და აზერბაიჯანის რკინიგზის ხელმძღვანელ ჯავიდ ყურბანოვთან ერთად, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ინსპექტირების მიზნით, თბილისიდან კარწახამდე მატარებლით იმგზავრა.

,,ვფიქრობთ, რომ დაახლოებით, 2 თვეში მზად ვიქნებით, რომ გავატაროთ პირველი სატვირთო მატარებელი. რაც შეეხება სამგზავრო გადაყვანებს, ამას სჭირდება კიდევ დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა და ახალი მოძრავი შემადგენლობის შესყიდვა. ეს შედარებით საშუალოვადიანი პერსპექტივაა. რაც შეეხება სატვირთო გადაზიდვებს, ჩვენ შევთანხმდით, რომ დაახლოებით, 2 თვეში მივიღოთ პირველი სატვირთო მატარებელი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, არის სურვილი, რომ კომერციული საქმიანობის დაწყება მალე მოხდეს, რადგანაც ბაზარზე მოთხოვნა არსებობს, 

"ბევრ კლიენტთან გვაქვს ურთიერთობა, რომელიც მზადაა  საზღვაოდან ჩვენს ახალ მარშრუტზე გადმოერთოს და შესაბამისად, ამოცანა დგას ასე, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ სატვირთო გადაზიდვები",  - განაცხადა ბახტაძემ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს რკინიგზის სატვირთო პოლიტიკის მთავარი ამოცანა იქნება, რომ ამ მარშრუტმა მოიზიდოს დამატებითი ტვირთები დერეფნისთვის და არ წარმოშვას ჩვენი პორტებიდან ტვირთების გადმომისამართება.

,,ეს საკითხი არაერთხელ დაისვა და ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუპასუხეთ, რომ სატარიფო პოლიტიკაში ჩადებული იქნება ისეთი მექანიზმები, რომლებიც პრიორიტეტს მიანიჭებს დამატებითი ტვირთების მოზიდვას, რომელიც დღეს ძირითადად დადის საზღვაო მარშრუტით და ის ცდება ჩვენს დერეფანს", - განაცხადა ბახტაძემ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები