| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – “ჩაკრულოს კვირეულში“ (25-28 სექტემბერი) NASA-დან მოწვეული სტუმრები, რობ მენინგი და ჯონ კასანი ტექნოპარკში სტარტაპერებს შეხვდნენ (მარსის პროგრამის ინჟინერი და Voyager-ის ერთ-ერთი შემქმნელი).
მათი ვიზიტი ისტორიული კოსმოსური მისიის 40 წლის იუბილეს ემთხვევა. 1977 წელს, ამერიკელი მეცნიერის კარლ სეიგანის ინიციატივით, NASA-მ Voyager-ით კოსმოსში „ოქროს ჩანაწერი“ გაგზავნა, რომელზეც 27 მუსიკალურ ნაწარმოებს შორის იყო ქართული „ჩაკრულო“.
კვირეულის ფარგლებში, რამდენიმე ღონისძიებაა მათ შორის Voyager-ის შესახებ „ემი“-ზე ნომინირებული რეჟისორის, ემერ რეინოლდსის დოკუმენტური ფილმის ჩვენება.
კვირეულ რობ მენინგი მარსის კვლევების პრეზენტაციით დახურავს. დასკვნითი ღონისძიება 28 სექტემბერს ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss