| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სიგარეტი Marlboro დღეს უმრავლესობისთვის ამერიკული პრერიების კოვბოებთან ასოცირდება, თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ამ მარკის სიგარეტი თავიდან მხოლოდ ქალთა აუდიტორიისთვის იყო განკუთვნილი.
Marlboro -ს ისტორია - ეს არის ამბავი, თუ როგორ გადაიქცა ნაკლებპერსპექტიული ბრენდი ნამდვილ ლეგენდად.
მანდილოსნებმა მოწევა არც თუ ისე დიდი ხნის წინ, 20-ე საუკუნის დასაწყისში დაიწყეს. არჩევნებში მონაწილეობისთვის თანაბარი უფლებების მოპოვებისთვის ბრძოლისას გადაწყვიტეს, რომ ყველა ასპექტში, მათ შორის მავნე ჩვევების მხრივ, მამაკაცებთან გათანაბრებულიყვნენ. ამ მომენტით ისარგებლა ფილიპ მორისმა და ბაზარზე მაშინ ჯერ კიდევ თავისუფალი ნიშის შევსება გადაწყვიტა - ქალბატონებისთვის სიგარეტის წარმოება დაიწყო, რომელსაც სახელწოდება უინსტონ ჩერჩილის გრაფული წარმოშობის პატივსაცემად - Marlboro დაარქვა. სლოგანიც -„ ნაზი, როგორც მაისი“ - ქალბატონებისთვის შეიმუშავეს. ბრენდის რეკლამისთვის იმ დროისთვის სკანდალური მსახიობი ქალი - მეი უესტი მოიწვიეს. Marlboro იწარმოებოდა ფილტრით, რომელიც ქალების კბილებს გაყვითლებისგან იცავდა, ხოლო თვით ფილტრი კი პომადის კვალის დაფარვის მიზნით, წითელი ფერის იყო.
თუმცა ქალებისგან აქტიურად მწეველი საზოგადოება ვერ ჩამოყალიბდა. რეკლამების მიუხედავად, სიგარეტს კომპანიისთვის მოგება არ მოჰქონდა, ამას გარდა, 1953 წელს გამოქვეყნდა მეცნიერთა ნაშრომები, სადაც სიგარეტი და ფილტვის კიბო პირდაპირ კავშირში იყო ერთმანეთთან. ფილიპ მორისმა გადაწყვიტა შეეცვალა აუდიტორია და სიგარეტი ეწარმოებინა მათთვის, ვინც მიუხედავად საშიშროებებისა, აქტიურ მოწევას მაინც გააგრძელებდა.
კომპანიის დამფუძნებელი ჩიხში მოექცა - უფილტრო სიგარეტი უფრო მავნებელი იყო, ხოლო ფილტრიანს მამაკაცები ქალების მხრიდან შესაძლო დაცინვის გამო არ ეწეოდნენ. წარმატების მიღწევის მიზნით ფილიპ მორისს მთლიანად უნდა შეეცვალა მამაკაცთა საზოგადოების დამოკიდებულება ფილტრიანი სიგარეტის მიმართ. ამისათვის მან რეკლამის ყველაზე კარგი სპეციალისტი, ლეო ბერნეტი დაიქირავა. ამ უკანასკნელმა Marlboro-ს რეკლამებში აქტიურად გამოიყენა ჭეშმარიტი მამაკაცური სახეები კოვბოების ჩათვლით. სწორედ კოვბოი გახდა ის ფიგურა, რომლის გარშემოც ბარნეტიმ მთელი მომდევნო სარეკლამო კამპანია ააგო.
თავდაპირველად Marlboro -ს რეკლამაში მსახიობები და მოდელები მონაწილეობდნენ, რომლებიც შემდგომ ნამდვილმა კოვბოებმა ჩაანაცვლეს. პირველი ადამიანი- Marlboro იყო მსახიობი უილიამ ტოურლბი, შემდეგ ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებელი - ჯორჯ ლეზენბი . ლეო ბარეტის მიერ შექმნილი რეკლამა დღემდე ყველა დროისა და ხალხის ყველაზე ბრწყინვალე სარეკლამო კამპანიად ითვლება. ბრენდმა მალევე დაიკავა აშშ-ს თამბაქოს ნაწარმის სიაში 4-ე ადგილი, ხოლო 2006 წელს ადამიანი- Marlboro შევიდა ალან ლაზარის წიგნში, სახელწოდებით “101 ადამიანი, რომელსაც არასოდეს უცხოვრია“.
გარდა იღბლიანი რეკლამისა, Marlboro გახდა პირველი, რომელმაც სიგარეტი ე.წ. „ფლიპ-ტოპის“ ტიპის კოლოფში გამოუშვა - ანუ ეს იყო კოლოფი გადასაწევი თავსახურით, რაც სიგარეტის ბევრად უფრო კომფორტულად შენახვის საშუალებას იძლეოდა. მოსაწევად მწეველს აუცილებლად კოლოფიც უნდა ამოეღო ჯიბიდან, რითაც უნებლიედ გარშემომყოფთ სავაჭრო მარკის დემონსტრირებას უხდენდა. კოლოფის გარეგნული იერი დიზაინერმა ფრენკ ჯანინოტომ დაამუშავა.
1960 წლიდან Marlboro -ს გაყიდვების ზრდამ წელიწადში 12% -ს მიაღწია, ხოლო 1965 წელს ფილიპ მორისმა ფილტრს ამიაკის პლასტინი დაუმატა, რამაც თამბაქოს გემო კიდევ უფრო მეტად გააძლიერა. ამ შემთხვევამ განაპირობა ახალი სარეკლამო კამპანიის ე.წ. „მარლბორო ქანთრის“ წარმოშობა, რომელმაც მფლობელი მულტიმილიონერად აქცია.
1994 წლისთვის ფილიპ მორისის შემოსავლებმა 33 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ხოლო 2000 წელს Marlboro მსოფლიო ისტორიაში თამბაქოს უმსხვილეს კორპორაციად დასახელდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss