ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა  WorldVision  საქართველოსთან ერთად ახალი პროექტი დაიწყო
25 სექტემბერი, 2017, 17:46
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა  WorldVision  საქართველოსთან ერთად ახალი პროექტი დაიწყო

თბილისი (GBC) - „ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბი“ (SKYE პროგრამა) - ეს არის ახალი პროგრამა, რომელიც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ  სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“  საერთაშორისო ორგანიზაცია WorldVision საქართველოს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით დაიწყო.

 პროგრამა თბილისის გარდა 5 ქალაქში  განხორციელდება. სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ გამოცდილების გაზიარების მიზნით WorldVision საქართველოს წარმომადგენლობის მოწვევით, რუმინეთიდან ტრენერები ესტუმრნენ. კელი ორგანი და მარია ბუტიკა  პროგრამის ტრენერებს ერთი კვირის განმავლობაში მედიაციის სახლში   ტრენინგებს ჩაუტარებენ.

უცხოელ ტრენერებს დღეს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი თათია ხოჭოლავა და WorldVision საქართველოს წარმომადგენლობის პროგრამების ხელმძღვანელი ეკა ჟვანია შეხვდნენ. თათია ხოჭოლავამ WorldVision-ის წარმომადგენლობას თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ეკა ჟვანიამ პროგრამის მდგრადობისთვის სახელმწიფოს მხარდაჭერის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.  მისივე თქმით, პროგრამის დახმარებით რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები სოციალური პროექტების/იდეების განხორციელებასა და სოციალური საწარმოს შექმნასაც შეძლებენ.

SKYE პროგრამის მიზანია ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარების შეძენა, სოციალური მეწარმეობის შესახებ ცოდნის მიღება, სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და სხვა.

„ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისთვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბებს“ (SKYE პროგრამა) კონკურსის წესით შერჩეული ლიდერები უხელმძღვანელებენ. ლიდერების ჩართულობა მოხალისეობრივ საწყისებზე მოხდება. თითოეულ კლუბში 16-21  წლის 20 ახალგაზრდა გაერთიანდება. პროგრამა სწავლების ეტაპზე ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობას.

კლუბის წევრ ახალგაზრდებს მცირე დაფინანსების ფარგლებში შესაძლებლობა ექნებათ თავიანთ რეგიონებში დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა სოციალური პროექტები. პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციები სრულად უზრუნველყოფენ. აღსანიშნავია, რომ ეს პროგრამა მსოფლიოს 19 ქვეყანაში წარმატებით მიმდინარეობს.

სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრს“ WorldVision საქართველოს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობის გამოცდილება უკვე აქვს. მხარეებმა რამდენიმე ერთობლივი პროექტი წარმატებით განახორციელეს.  მათ შორის იყო ისეთი პროექტებიც, რომლებიც ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვების რესოციალიზაციას ითვალისწინებდა.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები