ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
Bloomberg: სებ-ის პრეზიდენტი 2018 წლიდან ძირითადი განაკვეთის შემცირებას ელის
25 სექტემბერი, 2017, 12:28
Bloomberg: სებ-ის პრეზიდენტი 2018 წლიდან ძირითადი განაკვეთის შემცირებას ელის

თბილისი (GBC) - “ მოსალოდნელია, რომ წელს საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად დატოვებს, 2018 წლიდან კი დაიწყება პოლიტიკის ეტაპობრივი შერბილება -  ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ Bloomberg -თან ინტერვიუში განაცხადა.

ქვეყნის მთავარი ბანკირი აღნიშნავს, რომ წელს განაკვეთი უკვე ორჯერ გაზარდეს, თუმცა აღნიშნავს, რომ პროგნოზს თანახმად, პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად შემცირდება მის ნეიტრალურ დონემდე, რომელიც 5%-ის ფარგლებშია.

 “ეკონომიკა აღდგენის გზაზეა. 2019 წლისთვის მოველით მთლიანი შიდა პროდუქტის პოტენციური დონიდან გადახრის დახურვას“, -ამბობს გვენეტაძე.

სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკაზე, რომელიც $14.3 მილიარდია, უარყოფითად აისახა რუსეთის ყველაზე ხანგრძლივი რეცესია ბოლო  ორი ათწლეულის განმავლობაში და ამავდროულად თურქული ლირის დასუსტება, რომელიც 2016 წლის გადატრიალების მცდელობას მოყვა. რუსეთი და თურქეთი კი, კავკასიური სახელმწიფოს მეზობელი ქვეყნებია და ამავდროულად ორ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს.

სებ-ის პრეზიდენტი  4.5 პროცენტიან ზრდას ელის 2018 წელს, ძირითადად გაუმჯობესებული საგარეო ფაქტორების გამო - მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში ექსპორტი გაზრდილია 29 პროცენტით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 28 პროცენტით იზრდება, ფულადი გზავნილები კი გაზრდილია 20 პროცენტით.

სააგენტო იხმობს ეკონომიკის მინისტრის მინისტრის გიორგი გახარიას პროგნოზსაც, რომ წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდა 4%-ზე მეტი იქნება.

გვენეტაძე  Bloomberg-თან ინფლაციაზეც საუბრობს, რაზეც ძირითადი გავლენა მოახდინა აქციზისა და  ნავთობის ფასის ზრდამ. მთავარი ბანკირი მიიჩნევს, რომ  ინფლაცია შენარჩუნდება ამჟამინდელ მაჩვენებელთან, 5.7%, ახლოს, ხოლო 2018 წლის იანვრიდან იგი 3%-იან ნიშნულს მიუახლოვდება.

აღნიშნულია, რომ ინფლაციის გაზრდაზე საუბრისას, ასევე გასათვალისწინებელია ქარიშხალი ირმას დამანგრეველი შედეგები ტეხასის ყურეში; სტიქიამ იმოქმედა გადამამუშავებელ ინდუსტრიაზე ამერიკაში, რამაც შესაძლოა იმოქმედოს ინფლაციის გაზრდაზე ნავთობის ფასის მატების გამო. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები