ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
საქართველოს ბანკის და BGEO-ს მენეჯმენტში ცვლილებებია
25 სექტემბერი, 2017, 12:04
საქართველოს ბანკის და BGEO-ს მენეჯმენტში ცვლილებებია

თბილისი (GBC) -  საქართველოს ბანკის და BGEO-ს მენეჯმენტში ცვლილებებია.

ჯგუფის ცნობით, "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტზე ფინანსური მიმართულებით ინიშნება დავით წიკლაური, გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტზე საოპერაციო მიმართულებით - ლევან ყულიჯანიშვილი და ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტზე კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო საქმიანობის მიმართულებით - ვასილ ხოდელი.

დავით წიკლაური და ლევან ყულიჯანიშვილი უკვე არიან  ბანკის დირექტორთა საბჭოს წევრები, ხოლო ხოდელი აქამდე ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

ამასთან,  საბანკო და საინვესტიციო ბიზნესების გამიჯვნის გადაწყვეტილების გამო, BGEO  ჯგუფში დაინიშნება ახალი ფინანსური დირექტორი -   ლევან ყულიჯანიშვილს ამ პოზიციაზე შეცვლის გიორგი ალფაიძე, რომელიც აქამდე ჯგუფის ფინანსების, ფინანსური სახსრების მოზიდვისა და ინვესტორებთან ურთიერთობას ხელმძღვანელობდა.

"მოხარული ვარ, რომ ხსენებული დანიშვნები ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ კომპანიაში ბევრი ნიჭიერი მენეჯერი გვყავს. მას მერე, რაც საინვესტიციო ჯგუფმა „ბიჯეო“, გამოაცხადა მისი გადაწყვეტილების შესახებ განვითარდეს ორი ცალ-ცალკე, დამოუკიდებელი მიმართულებით - საბანკო ბიზნესი და საინვესტიციო ბიზნესი, დარწმუნებული ვარ, ფინანსური დირექტორის ფუნქციის გამოყოფა და ბანკის მმართველი გუნდის განახლება კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ორივე მიმართულების დამოუკიდებლად წარმატებით ზრდას“,  - განაცხადა საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო“ გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა.

"მინდა მივულოცო ახალ თანამდებობაზე დანიშვნა დავითს, ლევანს და ვასილს და ასევე მივესალმო ახალი წევრის შემოერთებას ბანკის მმართველ გუნდში. თითოეულ მათგანს აქვს მნიშვნელოვანი პროფესიონალური და ლიდერობის გამოცდილება, რაც, დარწმუნებული ვარ, უზრუნველყოფს ბანკის შემდგომ წარმატებას. მოუთმენლად ველი მუშაობის დაწყებას განახლებულ გუნდთან, ბანკის სტრატეგიული მიზნების განხორციელებისთვის“,  - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, კახა კიკნაველიძემ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები