| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომმა საქართველოში ყველაზე მასშტაბურ და საინტერესო ავტორბოლას უმასპინძლა.
საქართველოს ჩემპიონატი წრიულ ავტორბოლაში “Bridgestone Black Sea Cup-2017” „თეგეტა მოტორსმა“ და „ბრიჯსთოუნმა“ წარადგინეს, გენერალური სპონსორი „მოტული“ იყო.
წელს „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასის“ მეთორმეტე წრიული რბოლა გაიმართა, რომელშიც ავტომობილების 3-მა სხვადასხვა კლასმა მიიღო მონაწილეობა: ფორმულა ალფა, ლეგენდა ქარს და კომპაქტ კლასი. შეჯიბრი გაიმართა საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის სპორტული რეგულაციის მიხედვით და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის ორგანიზებით.
გამარჯვებულები გახდნენ: ფორმულა ალფა - სანდრო თავართქილაძე; ლეგენდა ქარს - შოთა აფხაზავა და კომპაქტ კლასი - ვასილ ჭონიშვილი.
„ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი 2017“-ის საპრიზო ფონდი შეადგენდა 12 000 ლარს, რომელიც გადანაწილდა სამივე კლასში, გამარჯვებულ მრბოლელებს შორის. ღონისძიება ჩატარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს - საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ მხარდაჭერით.
აღსანიშნავია რომ წლევანდელი „ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი“ საკმაოდ დაძაბული და მეტად სანახაობრივი იყო, დიდი მადლობას გადავუხდი ჩვენს პარტნიორებს სტუმრობისთვის და მხარდაჭერისათვის - იაპონურ ბრენდს „ბრიჯსთოუნს“, ფრანგულ ბრენდს საავტომობილო ზეთების კუთხით - „მოტულს“, „შინაგან საქმეთა სამინისტროს“, რომლებიც ამ ღონისძიების უცვლელი მხარდამჭერები და რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომს „ - განაცხადა „თეგეტა მოტორსის“ მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორმა დავით გოგინაშვილმა.
შეგახსენებთ, „თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას.
„თეგეტა მოტორსი“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Exide, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss