| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – Fitch Ratings-ის რეიტინგის მოპოვებით მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“ ფინანსების მოზიდვაში ხელშეწყობას ელის.
ორგანიზაციას Fitch-მა საკრედიტო რეიტინგი ’B’ დონით განუსაზღვრა, პროგნოზით „სტაბილური“.
„რეიტინგი გამოხატავს „კრისტალის“ მყარ ფინანასურ პოზიციას და შედეგებს, რაც თავის მხრივ აისახება კომპანიის როგორც აქტივების ხარისხის სოლიდურობაში, ასევე მომგებიანობისა და კაპიტალიზაციის მეტრიკაში“, - აღნიშნა გავლენიანმა სააგენტომ.
„კრისტალი არის საქართველოში და რეგიონში პირველი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელსაც მიენიჭა Fitch-ის რეიტინგი. არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტისთვის ეს საკმაოდ მაღალი შეფასება მოაქცევს კრისტალს საერთაშორისო ინვესტორების თვალსაწიერში, აამაღლებს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას და შესაძლებლობას მოგვცემს მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ საქართველოს კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის განვითარებაში“, - აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე.
ის აღნიშნავს, რომ საკრედიტო რეიტინგის ზრდა დამოკიდებული იქნება სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესებაზე, ასევე მიკროსაფინანსო სექტორის რეგულირების კუთხით დაგეგმილი რეფორმების წარმატებით განხორციელებაზე, ლარის რეფინანსირების ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობასა და კომპანიის შემდგომ განვითარებაზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss