| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - გაკოტრებულ ავიაკომპანია Air Berlin-ს ქვეყნის უმსხვილესმა გადამზიდავმა Lufthansa-მ 200 მლნ ევრო შესთავაზა.
გარდა ამისა, Lufthansa მზადაა, გარდამავალ პერიოდში საოპერაციო ხარჯების დასაფარად, კომპანიაში 100 მლნ ევრო ჩადოს , - იტყობინება Reuters -ი Bild am Sonntag -ის პუბლიკაციაზე დაყრდნობით.
ანონიმი წყაროს ცნობით, ყიდვა-გაყიდვის დოკუმენტების გაფორმებას და გარიგების დახურვას შესაძლოა 3 თვე დასჭირდეს. ამ პერიოდში კომპანიებმა ევროპელი მარეგულირებლების თანხმობაც უნდა მოიპოვონ.
Air Berlin-მა გაკოტრების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც მთავარმა აქციონერმა (წილი: 29.2% ) Etihad Airways -მა კომპანიას ფინანსური დახმარება შეუწყვიტა. ბოლო 6 წელში კომპანიის ზარალი 2.7 მლრდ ევროა, წმინდა ვალი 1.2 მილიარდს აღწევს.
Air Berlin-ი გერმანიაში სიდიდით მეორე ავიაკომპანიაა, რომელიც დაბალბიუჯეტიან სეგმენტზე მუშაობს, თუმცა მძაფრ კონკურენციას ვერ გაუძლო, პირველ რიგში Ryanair-თან, რომელიც აგრესიულად ანვითარებს თავის ბიზნესს გერმანიის ბაზარზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss