ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თავისუფალი ოლიმპიადა ტესტებში დუბაის სტანდარტს  დანერგავს  
22 სექტემბერი, 2017, 21:33
თავისუფალი ოლიმპიადა ტესტებში დუბაის სტანდარტს  დანერგავს   

 

თბილისი (GBC) - თბილისი თავისუფალ ოლიამპიადას უმასპინძლებს. თავისუფალი ოლიმპიადა მესამედან მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის ჩატარდება.

ოლიმპიადას მათემატიკის ტური 15 ოქტომბერს გახსნის. მონაწილეებს საინტერესო ტესტი ელით წინ, რომლის 50% სასკოლო მასალის მიხედვითაა შედგენილი, 50% კი ზოგად ცოდნას ამოწმებს.

ყველაზე მაღალი შედეგების მქონე 30 მოსწავლე ჰოვერბორდებით დასაჩუქრდება.

მეორე და მესამე ადგილზე გასული მოსწავლეები კი მიიღებენ უფასო სასწავლო კურსებს, ატრაქციონებისა და კინო-თეატრების ვაუჩერებს, ფასდაკლების ბარათებს სხვადასხვა კომპანიებისგან და ა.შ.

საგნებზე რეგისტრაცია 22 სექტემბერს დაიწყება და 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია ელექტრონულად ხდება საიტზე www.friad.ge   

პირველ ტურში მონაწილეობის მიღება უფასოა. მეორე ტურში გადასულები ასპარეზობისთვის 15 ლარს გადაიხდიან. რაც შეეხება მესამე და გადამწყვეტ ტურს, ის მოსწავლეებისთვის კვლავ უფასოა.

2017 წლის შემოდგომის სეზონზე ოლიმპიადა თბილისში ჩატარდება, თუმცა მასში მონაწილეობის მიღება შეეძლება ნებისმიერ მოსწავლეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.
მომდევნო წლის გაზაფხულის სეზონზე თავისუფალი ოლიმპიადა გეგმავს ოლიმპიადა ჩაატაროს ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში.

„საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა თავისუფალი ოლიმპიადის სამომავლო გეგმაა. გუნდი აქტიურად იკვლევს სხვადასხვა ქვეყნის ოლიმპიადებსა და განათლების ხარისხის გაზრდისთვის გატარებულ რეფორმებს. საუკეთესო ნიმუშების გაანალიზებასა და დანერგვას  კი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში აპირებს.    აღსანიშნავია, რომ გარდა ევროპული სტანდარტებისა, მაგალითი განათლების აზიური სისტემიდანაც უნდა ავიღოთ. ამ მხრივ მოწინავეები დუბაი და სინგაპური არიან, რომელთა მთელი რესურსი განათლებისკენაა მიმართული. ყველა სკოლაში არის სამეცნიერო ლაბორატორიები, წიგნები, საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. დუბაის სკოლის მოსწავლეებს ყველაზე მაღალი შედეგები აქვთ მათემატიკასა და სამეცნიერო საგნებში, ვიდრე რომელიმე არაბულ ქვეყანას”, - აცხადებენ ოლიმპიადის ორგანიზატორები.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები