| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - "გალერია თბილისი" გახსნისთვის ემზადება.
თბილისის პლაზას დირექტორი ნიკა ცინცაძე კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს, ამბობს, რომ თბილისის ცენტრში ახალი სავაჭრო ცენტრი უახლოეს ორ თვეში გაიხსნება.
ნიკა ცინცაძის განცხადებით, სავაჭრო ცენტრში ფართების 90% უკვე ათვისებულია.
მისივე თქმით, წარმოდგენილი იქნება 25-მდე ისეთი ბრენდი, რაც ჯერ საქართველოს ბაზარზე არაა. ნაწილი ბრენდებისა უკვე ცნობილია, მათ შორისაა Calvin Klein Jeans, Armani Exchange, IKKS ქალისა და მამაკაცის ხაზით და Roman. ასევე სავაჭრო ცენტრში ახალი კონცეფციით დაბრუნდებიან Lacoste, Guess, United Colors of Benetton, Trussardi, Stenders.
სავაჭრო ცენტრში გაიხსნება H&M-ის მაღაზია, რომელიც კავკასიის რეგიონში ამ ბრენდის პირველ სავაჭრო ობიექტს წარმოადგენს.
გალერეა თბილისში საქართველოში Apple-ის პირველი პრემიუმ რისელერის მაღაზია გაიხსნება, რაც კომპანია Apple-ის უშუალო ჩართულობას გულისხმობს პერსონალის კვალიფიკაციის, მაღაზიის ინტერიერის, პროდუქციის და სერვისის კუთხით.
ბრენდები რომლებიც ჯერ გაცხადებული არაა, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
ამბობს, რომ ეს იქნება როგორც კვების, ისე ტანსაცმლის ობიექტები და ყველა ბრენდი წარმოდგენილი იქნება როგორც მაღალ საფასო სეგმენტში, ისე საშუალო სეგმენტში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss