| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „თელიანი ველი“ ლუდის ბიზნესში წარმატებით შესვლაზე აცხადებს.
კომპანიის შვილობილი „გლობალ ბიერ ჯორჯია“ ბაზარზე ზაფხულში შევიდა, ახალი მეინსტრიმ ლუდი „აისი“ წარადგინა და როგორც კომპანია აცხადებს გაყიდვების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
„თელიანი ველის“ და მისი შვილობილი კომპანიების რეალიზაცია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7 მილიონით გაიზარდა, 11.8 მილიონიდან 19 მილიონ ლარამდე. 2016 წელს სრული წლის რეალიზაციის მაჩვენებელი 29.79 მილიონი ლარი იყო.
"შემოსავლების 47% ზრდა შესადარის პერიოდებში უმეტესწილად გამოწვეული არის ღვინის ექპორტის ზრდით, ქართული ლუდი „აისის“ რეალიზაციით და სადისტრიბუციო ბრენდების პორტფელის გაფართოებით", - აცხადებენ კომპანიაში.
საერთო ჯამში 6 თვის მონაცემებით ჯგუფი ზარალზეა - 2,804 მლნ ლარით, როდესაც შარშან ამავე პერიოდში წმინდა მოგებამ 821 ათასი ლარი შეადგინა.
"აღნიშნული 2017 წლის ზარალი გამოწვეული არის მხოლოდ „გლობალ ბიერ ჯორჯიას“ გამო, რომელმაც მატერიალური მარკეტინგული და სადისტრიბუციო ხარჯები გაწია, 2017 წლის ივნისში ქართული ლუდის ბაზარზე ეფექტურად შესასვლელად"- განმარტავს მენეჯმენტი.
აღსანიშნავია, რომ „გლობალ ბიერ ჯორჯია“ ჯგუფში შემავალი ახალი კომპანიაა, რომელიც 2015 წლიდან „ჰაინეკენი®“-ს ლიცენზირებული პარტნიორია. ლუდსახარში მიზნად ისახავს ქართული და „ჰაინეკენი®“-ს საერთაშორისო ლუდის ბრენდების ლიცენზირებულ წარმოებას, რომლებიც როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებს მოამარაგებს.
„თელიანი ველის“ შვილობილი კომპანიები არის: „თელიანი თრეიდინგი“, „თელიანი თრეიდინგი - უკრაინა“, და „გლობალ ბიერ ჯორჯია“. ასევე ჯგუფში შედის „ლე კავკასი“ და „კუპა“, რომელთაც 2009 წლიდან აქტიური ოპერაციები არ ჰქონია.
კომპანია „თელიანი ველი“ თავის პროდუქციას 12-ზე მეტ ქვეყანაში ყიდის, მათგან ყველაზე ფართო გასაღების ბაზარს უკრაინა, ჩინეთი და პოლონეთი წარმოადგენენ. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, აქ „თელიანი ველის“ ბოთლის ღვინოების გაყიდვებს ლიდერის პოზიცია უკავია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss