ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დიმიტრი ქუმსიშვილმა  ADB-სთან იმდინარე და სამომავლო პროექტები  განიხილა 
21 სექტემბერი, 2017, 12:27
დიმიტრი ქუმსიშვილმა  ADB-სთან იმდინარე და სამომავლო პროექტები  განიხილა 

თბილისი (GBC) - ფინანსთა მინისტრი, საქართველოს მხრიდან აზიის განვითარების ბანკში მმართველი დიმიტრი ქუმსიშვილი  აზიის განვითარების ბანკში ავსტრალიის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორს, მეთიუ ფოქსს შეხვდა. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს აზიის განვითარების ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტები საქართველოში.

აღინიშნა, რომ აღნიშნული საფინანსო ორგანიზაცია არის ერთ-ერთი უმსხვილესი განვითარების პარტნიორი საქართველოსთვის, რომლის პორტფოლიო  2.1 მლრდ დოლარზე მეტია, მათ შორისაა, კერძო სექტორის მხარდაჭერა და ტექნიკური დახმარება.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აზიის განვითარების ბანკში ავსტრალიის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორს გააცნო საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება, მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმისა და მიმდინარე და დაგეგმილი ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების შესახებ. ყურადღება გამახვილდა ბანკის საქმიანობის სტრატეგიაზე მომდევნო წლების განმავლობაში.

აღინიშნა, რომ აზიის განვითარების ბანკის მიერ მხარდაჭერილი პროექტები სრულ თანხვედრაშია საქართველოში მიმდინარე რეფორმებთან, რაც მათ ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ზრდის.

აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და ბანკს შორის არსებული პარტნიორობის მნიშვნელობას. როგორც მეთიუ ფოქსმა აღნიშნა, ბანკი ხელს უწობს  საქართველოს ისეთი პრიორიტეტული დარგების განვითარებას როგორიცაა: ტრანსპორტი, წყალმომარაგება, ენერგეტიკის სფერო. „აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არის ძალიან მყარი, რომელსაც დამაიმედებელი სამომავლო პერსპექტივები გააჩნია,“ - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა.

შეხვედრას დაესწრნენ აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში იეშიმ ელჰან კაილარი (Yesim Elhan-Kayalar) და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა.  

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები