| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თავისუფალი ოლიმპიადა მესამედან მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის თბილისში ჩატარდება.
ორგანიზატორთა ცნობით, ოლიმპიადას მათემატიკის ტური 15 ოქტომბერს გახსნის. მონაწილეებს საინტერესო ტესტი ელით წინ, რომლის 50% სასკოლო მასალის მიხედვითაა შედგენილი, 50% კი ზოგად ცოდნას ამოწმებს.
ყველაზე მაღალი შედეგების მქონე 30 მოსწავლე ჰოვერბორდებით დასაჩუქრდება.
მეორე და მესამე ადგილზე გასული მოსწავლეები კი მიიღებენ უფასო სასწავლო კურსებს, ატრაქციონებისა და კინო-თეატრების ვაუჩერებს, ფასდაკლების ბარათებს სხვადასხვა კომპანიებისგან და ა.შ.
საგნებზე რეგისტრაცია 22 სექტემბერს დაიწყება და 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია ელექტრონულად ხდება საიტზე friad.ge
პირველ ტურში მონაწილეობის მიღება უფასოა. მეორე ტურში გადასულები ასპარეზობისთვის 15 ლარს გადაიხდიან. რაც შეეხება მესამე და გადამწყვეტ ტურს, ის მოსწავლეებისთვის კვლავ უფასოა.
2017 წლის შემოდგომის სეზონზე ოლიმპიადა თბილისში ჩატარდება, თუმცა მასში მონაწილეობის მიღება შეეძლება ნებისმიერ მოსწავლეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. მომდევნო წლის გაზაფხულის სეზონზე თავისუფალი ოლიმპიადა გეგმავს ოლიმპიადა ჩაატაროს ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდშიც.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss