ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ფადი ასლის კორუფციაში დადანაშაულებული მოსამართლისთვის 3 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა
21 სექტემბერი, 2017, 11:44
ფადი ასლის კორუფციაში დადანაშაულებული მოსამართლისთვის 3 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა

თბილისი (GBC) - თბილისის საქალაქო სასამართლო პრეცედენტული გადაწყვეტილების მიღებაზე აცხადებს. 

სასამართლოს ცნობით, ბიზნესმენ  ფადი ასლის დაევალა,  მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძისთვის პატივისა და ღირსების აღდგენის მიზნით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, იმ მედიასაშუალებებში, სადაც სადაო ინფორმაცია მოპასუხის მხრიდან გაჟღერდა.  სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოთხოვნილი - 20 ათასი ლარის ნაცვლად, ფადი ასლის 3 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. 

"მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძემ, სარჩელი მას შემდეგ აღძრა, რაც ბიზნესმენმა  ფადი ასლიმ მოსამართლე კორუფციაში დაადანაშაულა. სავაჭრო, სამრეწველო პალატის პრეზიდენტის მხრიდან მოსამართლის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი ინფორმაციის გავრცელება ‘’ფილიპ მორისსა’’ და ‘’თბილისის თამბაქოს’’, ასევე ‘’ომეგა ჯგუფსა და ბრითიშ ამერიქან თობაქოს’’ შორის ვლადიმერ კაკაბაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირდებოდა. სასარჩელო განცხადების თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო სუბიექტმა დაუსაბუთებელი განცხადებებით ზიანი არამხოლოდ კონკრეტული მოსამართლის საქმიან რეპუტაციას მიაყენა, არამედ მიზნად ისახავდა მოსამართლისა და სასამართლოს დისკრედიტაციას, რითაც უხეშად დაირღვა უდანაშაულობის პრეზუმფცია. 

მოპასუხემ განმარტა, რომ მისი მხრიდან გაკეთებული განცხადებები წარმოადგენს მხოლოდ პირად მოსაზრებებს, რომელიც დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. 
სასამართლოს გადაწყვეტილებით,  სიტყვისა და აზრის თავისუფლების საყოველთაო უფლება, არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და მას გააჩნია ზღვარი, როდესაც აღნიშნული თავისუფლება არღვევს სხვათა უფლებებს და ლახავს მათ პატივს, ღირსებასა და საქმიან რეპუტაციას. სასმართლომ მიიჩნია, რომ სადავო განცხადებების ფორმულირება სცდებოდა აზრის გამოთქმის ფარგლებს და წარმოადგენდა კორუფციაში პირის დადანაშაულებას. მსგავსი ბრალდებები კი საჭიროებს შესაბამის რეაგირებას და  წარმოადგენს გამოძიების დაწყების საფუძველს, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია",-ნათქვამია სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები