ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Kinder Surprise – იტალიური ამბავი სიცოცხლის სიყვარულსა და საკუთარი საქმის  ერთგულებაზე
21 სექტემბერი, 2017, 10:35
Kinder Surprise – იტალიური ამბავი სიცოცხლის სიყვარულსა და საკუთარი საქმის  ერთგულებაზე

თბილისი (GBC) - Kinder Surprise ისტორია - ესაა იტალიური ამბავი სიცოცხლის სიყვარულსა და საკუთარი საქმის  ერთგულებაზე, რომ წარმატების მისაღწევად არა მხოლოდ თავდაუზოგავი შრომა, არამედ ახალი იდეების ძიებაც აუცილებელია.

სწორედ ამ პრინციპების ერთგული იყო მიკელე ფერერო, ადამიანი, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საბავშვო შოკოლადი შექმნა.

თუმცა შოკოლადის სათამაშოიანი კვერცხის ისტორია მიკელეს მამით, პიეტრო ფერეროს ამბით იწყება, რომელიც ცნობილი კომპანია „ფერეროს“ დამფუძნებელია და მსოფლიო მას დღეს „რაფაელოს“, „ნუთელას“ და  „ტიკ-ტაკის“ მწარმოებელ კომპანიად იცნობს. 

გასული საუკუნის 40-იან წლებში პიეტრო ფერერომ თავის ცოლთან და ძმასთან ერთად პატარა საფუნთუშეში საკონდიტრო ნაწარმის მომზადება დაიწყო. ინგრედიენტებთან რამდენიმეწლიანი ექსპერიმენტების შემდეგ, 1946 წელს, პიეტრო ფერერომ იტალიის ქალაქ ალბაში პირველი ფაბრიკა გახსნა,  ხოლო 10 წლის შემდეგ საზღვრებსაც გასცდა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში წარმომადგენლობებიც დააარსა.

ფერეროს პროდუქცია არაჩვეულებრივი წარმატებით სარგებლობდა, მაგრამ პიეტრო ნებისმიერ უიღბლობას საკმაოდ ემოციურად განიცდიდა. 1949 წელს ფაბრიკა დიდმა წყალდიდობამ თითქმის ბოლომდე გაანადგურა და თუმცა სტიქიის შედეგები საკმაოდ მოკლე დროში აღმოიფხვრა, ეს მოვლენა  მისი  გარდაცვალების მიზეზი გახდა. მართვის სადავეები მისმა ძმამ, ჯოვანიმ გადაიბარა, რომელიც საკმაოდ დიდხანს მძიმე კონკურენციას უწევდა სხვა მწარმოებლებს, რომლებთაც მსგავსი პროდუქცია გაჰქონდათ ბაზარზე. საბოლოო ჯამში, ფერეროს გვარმა კონკურენტები დაჩრდილა, მაგრამ ძმის მსგავსად, ხანგრძლივმა სტრესმა ჯოვანი ფერეროს ჯანმრთელობა შეურყია და ისიც მალევე გარდაიცვალა.

ამის შემდეგ ბიზნესი 24 წლის მიკელე ფერერომ გადაიბარა. მან  ახალი ძალებითა და შემართებით შოკოლადის ბიზნესს ახალი სიცოცხლე მისცა. სწორედ მისი მოფიქრებულია ბავშვების საყვარელი შოკოლადი -  Kinder Surprise . რძიანი შოკოლადის შიგნით ყვითელ კაფსულაში მინიატურული სათამაშო იდებოდა. ამ სათამაშოებს შვეიცარელი დიზაინერი - ჰენრი როტუ ამზადებდა.

პირველი Kinder Surprise მსოფლიომ 1972 წელს გაიცნო. ერთი საათში  დახლებიდან ყველა კვერცხი გაყიდული იყო - ასე მოედო მსოფლიოს სათამაშოებიანი კვერცხის მანია.  შოკოლადის ყიდვა დაიწყეს  სათამაშოების შეგროვების მსურველმა მოზრდილებმაც,   საინტერესო იყო ლითონის ინდიელებისა და კოვბოებისგან შემდგარი რკინის პატარა ფიგურების სერია, მას მოჰყვა ბალერინების, მეკობრეების და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლების ფიგურების სერიები. ყოველწლიურად  თემატურად ახალი სათამაშოები იწარმოებოდა, ამით ხარობდნენ ბავშვებიც, სათამაშოს კოლექციონერებიც და, უბრალოდ, Kinder Surprise -ების მოყვარულებიც. დღესაც იშვიათი ეგზემპლარები 1000-ზე მეტი დოლარი ღირს. მაგალითად, 2007 წელს 90 000 სათამაშოსგან შემდგარი კოლექცია 30 000 ევროდ გაიყიდა.

მთელი თავისი კარიერის განმავლობაში მიკელე ფერერომ 20-ზე მეტი ახალი ბრენდი შექმნა. იყო არაჩვეულებრივი ხელმძღვანელი - მისი  თანამშრომლები ყოველდღე ახალ-ახალ ტკბილეულს სინჯავდნენ, იგი თავად იღებდა მონაწილეობას ახალი პროდუქციის მომზადებაში, მთელ დღეს ლაბორატორიაში ატარებდა, დადიოდა მაღაზიებში და ინკოგნიტოდ ეკითხებოდა მყიდველებს მათი უპირატესობების შესახებ. წარმოების მუშებს ისეთი მაღალი ხელფასები ჰქონდათ, რომ კომპანიის ისტორიის მანძილზე არცერთხელ გაფიცულან. აკონტროლებდა ქარხნების აღჭურვისა და თხილის  წარმოების თითოეულ ეტაპს - 1983 წელს ფერერომ დააფუძნა ფონდი, რომელიც კომპანიის ყოფილ თანამშრომლებს ეხმარება.  მიკელე ფერეროს არასოდეს მიუცია ინტერვიუ, დადიოდა მზის სათვალეებში და თავისი აქცენტის შეცვლაც არ უცდია. ცნობილი  შოკოლადი „ფერერო როშე“ - ერთადერთი ბრენდია, რომელსაც დამაარსებელმა თავისი გვარი მისცა.

მიკელე ფერეროს ბიზნესიდან წასვლის შემდეგ სათავეში მისი შვილი, პიეტრო ფერერო მოექცა, თუმცა  ბაბუის მსგავსად, 49 წლის პიეტრო ფერეროც გულის შეტევით გარდაიცვალა. შვილის სიკვდილის შემდეგ 84 წლის მიკელე ფერერო იძულებული გახდა ისევ დაბრუნებულიყო საქმეში.  იტალიაში ყველაზე მდიდარი, 27 მილიარდიანი შემოსავლების მქონე მოხუცი  2015 წლის თებერვალში გარდაიცვალა. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები