ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
რაკია: თუ რამემ ხელი არ შეგვიშალა, შერატონი 2017 წელს შეძლებს პირველი სტუმრების მიღებას
18 სექტემბერი, 2017, 13:45
რაკია: თუ რამემ ხელი არ შეგვიშალა, შერატონი  2017 წელს შეძლებს პირველი სტუმრების მიღებას

თბილისი (GBC) - განახლებული „შერატონ მეტეხი პალასი", რომელის გახსნაც თავდაპირველად 2016 წლის ბოლომდე, შემდეგ კი 2017 წლის გაზაფხულზე იგეგმებოდა, მიმდინარე წლის გვიან შემოდგომაზე გაიხსნება, - ამის შესახებ რადიო  ”ფორტუნას” სასტუმროს მფლობელ კომპანია ”რაკიაში” განუცხადეს.

მათი ცნობით, ამ ეტაპზე შენობის ფასადების კეთილმოწყობის სამუშაოების 90% დასრულებულია და მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები.

"ვგეგმავთ, განახლებული „შერატონის” გვიან შემოდგომაზე გახსნას. თუ რამემ ხელი არ შეგვიშალა, სასტუმრო 2017 წლის ბოლომდე შეძლებს პირველი სტუმრების მიღებას”,- განმარტეს კომპანიაში.

„ფორტუნას” კითხვაზე, თუ რა ეღირება სტანდარტული ტიპის ნომერი, ”რაკიაში” აცხადებენ, რომ ჯერ ტარიფები დადგენილი არ არის. ”თუმცა, ნომრების ღირებულება სასტუმრო ბაზარზე არსებული ჩვენი კონკურენტების (მაგალითად ”მერიოტის”, ”რედისონის”) იდენტური იქნება და მათზე ძვირი არ ეღირება”, – აღნიშნეს სასტუმროს მფლობელ კომპანიაში.

შეგახსენებთ, სასტუმრო, რეკონსტრუქციის მიზნით, 2014 წლის 1 დეკემბერს დაიხურა. ჯამში მისი სრულად განახლებისთვის 45 მილიონი დოლარია გათვალისწინებული.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები