ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საპარტნიორო ფონდი ჩინურ კომპანიებს საქართველოში ინვესტირებისთვის იწვევს
16 სექტემბერი, 2017, 13:48
საპარტნიორო ფონდი ჩინურ კომპანიებს საქართველოში ინვესტირებისთვის იწვევს

თბილისი (GBC) - საქართველოს დელეგაცია  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ბიზნეს წრეებისა და მსხვილი კომპანიების პირველ პირებთან შეხვედრებს განაგრძობს.

საქართველოს და ასევე,  შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ასამბლეის ( PABSEC ) დელეგაციებს  „საპარტნიორო ფონდის’ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ხელმძღვანელობს. 

საქმიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია ჩინეთის უმსხვილეს სამშენებლო კომპანია Zhongmei Enginering Group Ltd-ის პირველ პირებს და კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.  შეხვედრაზე დავით საგანელიძემ ჩინურ მხარეს ფონდის მანდატი, პრიორიტეტები, მიმდინარე და დასრულებული პროექტები გააცნო. ისაუბრა საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებისა და პოტენციალის შესახებ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში ქვანახშირის მოპოვებისა და ალტერნატიული ენერგო წყაროების, თბოელექტროსადგურის მშენებლობის საკითხს.

კომპანია ასევე დაინტერესდა საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტებით და წყალტუბოს განვითარების გეგმით. Zhongmei Enginering Group Ltd-ი მსოფლიოს 20 ქვეყანაში ოპერირებს.

ჩინეთის უმსხვილესი ენერგო კორპორაციის წარმომადგენლებმა „საპარტნიორო ფონდთან“ ერთობლივი პროექტების განხორციელებისა და საქართველოს სხვადასხვა სექტორში ინვესტირების მიზნით  თბილისში 21-ე ფილიალის გახსნის სურვილი გამოთქვეს.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია Jiangxi Railway Investment Group Corporation - ის პრეზიდენტს და კორპორაციის წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა საქართველოში ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებსა და კონკრეტულ დარგებში ინვესტირების შესაძლებლობაზე ისაუბრეს.

ჩინეთის ძიანგსის პროვინციის რკინიგზის საინვესტიციო კორპორაცია „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს და მხარს უჭერს „აბრეშუმის გზის“ პროექტში ჩართულ ქვეყნებთან სავაჭრო- ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების  განვითარებას.

Jiangxi Railway Investment Group Corporation - ი საინვესტიციო საქმიანობას სარკინიგზო; საავიაციო, საპორტო;  სამშენებლო; საფინანსო და ლოგისტიკის სფეროებში ეწევა.

ვიზიტის ფარგლებში „საპარტნიორო ფონდსა“ და ძიანგსის პროვინციის  საერთაშორისო ეკონომიკურ - ტექნიკური თანამშრომლობის კომპანიასთან მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება სამომავლო თანამშრომლობის ასპექტებს მოიცავს.

ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია ქალაქ ნანჩანგში მდებარე ქართული კულტურის ცენტრს ‘ღვინის სავანეს“ ესტუმრა.

დაათვალიერა შენობაში განლაგებული ქართული ღვინის მუზეუმი და მაღაზიები. ქართული კულტურის ცენტრი ძიანგსის პროვინციის აბრეშუმის გზის საინვესტიციო კომპანიის პრეზიდენტისა და კომპანია „ჯუნგეს“ პრეზიდენტმა ლიუ ძი მინის ინიციატივით აშენდა.  ლუი ძი მინი ბიზნეს საქმიანობას საქართველოსა და ჩინეთში ეწევა.

საქართველოს დელეგაციისთვის სპეციალური მიღება გამართა  ქალაქ ნანჩანგის მერმა. ნანჩანგის მთავრობის წევრები საქართველოში მზარდი ბიზნეს სექტორების მიმართ ინტერესს გამოთქვამენ.

ქართული დელეგაცია „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით ჩინეთში საქმიან შეხვედრებს განაგრძობს.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები