ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქნახშირმა  პირველკლასელები დაასაჩუქრა
15 სექტემბერი, 2017, 15:23
საქნახშირმა  პირველკლასელები დაასაჩუქრა

თბილისი (GBC) - კომპანია „საქნახშირმა“  პირველკლასელებს ტრადიციული საჩუქარი მოუმზადა.

კომპანია „საქნახშირმა“  მეშახტეთა პირველკლასელ შვილებს სასკოლო საჩუქრები გადასცა.   ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე  ერთი დღით ადრე  მინდელის სახელობის შახტის ადმინისტრაციული შენობის ეზოში  ფერადი დღესასწაული მოაწყო.

80-მდე პატარამ ამ დღეს „საქნახშირისგან„ სასკოლო ჩანთები, ფერადი ფანქრები, კალმები, პენლები, საკანცელაირო ნივთები  მიიღო.  კომპანიაში,  სწავლის დაწყების წინ, პატარებს  ტკბილეულითა და  ნაყინებით გაუმასპინძლდნენ და ამით ეს  დღე  პატარებისთვის კიდევ უფრო დასამახსოვრებელი გახდა.

„სკოლის დაწყების წინ  კომპანია განსაკუთრებულად  ემზადება და განსაკუთრებულ საჩუქრებს უმზადებს    თანამშრომელთა პირველკასელ შვილებსა და შვილიშვილებს. წელს  კიდევ უფრო სასიხარულო იყო როცა  შარშანდელთან შედარებით   პატარების რაოდენობა  გაორმაგდა და თუკი გასულ წელს 40 პირველკასელი  იყო წელს  შეხვედრაზე 80  პატარა მოვიდა“, - აცხადებენ კომპანიაში და აღნიშნავენ, რომ საკუთარ  თანამშრომლებსა და მათ ოჯახის წევრებზე  ზრუნვა  კომპანიის  ვალდებულებაა და   საწარმოს არაერთხელ  გაუკეთებია  ამგვარი საჩუქარი   ბავშვებისათვის  სხვადასხვა დღესასწაულებზე.

ტრადიციად იქცა უკვე  სწავლის დაწყების წინ  პირველკლასელებისათვის  სასკლო საჩუქრების გადაცემაც.

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები