| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Tesla მისთვის ახალ ბაზარზე შესასვლელად ემზადება: ელექტრომობილების მწარმოებელი სატვირთო ავტომობილს წარადგენს.
კომპანიის დამფუძნებლის, მილიარდერი ილონ მასკის (Forbes: 13.9 მლრდ) განცხადებით, ახალი სატვირთოს წარდგენა უახლოეს პერიოდში მოხდება.
ბაზარზე უკვე ვარაუდობენ, რომ ის Tesla-ს მოდელებს შორის ყველაზე დიდი და ყველაზე ძვირადღირებული იქნება.
"პრეზენტაცია და სატვირთოს სატესტო გარბენა სავარაუდოდ, 26 ოქტომბერს, ჰოტორნში გაიმართება. ღირს ამ "მხეცის" პირადად ნახვა, ეს რეალობაა", - დაწერა მასკმა.
Forbes აღნიშნავს, რომ ილონ მასკმა ელექტროსატვირთოს გამოსაშვებად კარგი დრო აირჩია. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები მწარმოებლებს უბიძგებენ წარმოების განვითარება მავნე გამონაბოლქვის შემცირების კუთხით მოახდინონ. თუმცა ამავე დროს, მილიარდერს მძაფრ კონკურენციასთან შეჯახებაც მოუწვს, კომპანიებთან, რომლებიც ამავე ბაზარზე შესვლისთვის ემზადებიან.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss