ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
დასაქმებული 200 სამუშაოს მაძიებელი- შშმ პირთა დასაქმების პროექტს სახელმწიფო გადაიბარებს
15 სექტემბერი, 2017, 10:50
დასაქმებული 200 სამუშაოს მაძიებელი-  შშმ პირთა დასაქმების პროექტს სახელმწიფო გადაიბარებს

თბილისი (GBC) - ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს  ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება’’  სახელმწიფო გადაიბარებს. 

პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება 13 სექტემბერს გაიმართა, სადაც  ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხების გენერალურმა დირექტორმა ქრისტიან დენიელსონმა ოთხ სამიზნე რეგიონში პროექტის საბოლოო შედეგები წარადგინა.

ღონისძიებაზე პროექტის ფარგლებში გამოცხადებული ჟურნალისტთა კონკურის საუკეთესო რადიონამუშევრის ნომინაციაში გამარჯვებული კონკურსანტი, 2017 წლის საუკეთესო დამსაქმებლები და წლის მხარდამჭერი დაჯილდოვდნენ.

აგრეთვე შედგა პროექტის ფარგლებში შექმნილი ფილმის პრემიერა.

აღსანიშნავია, რომ ეს  პროექტი მიზნად ისახავს სოციალურ–ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ტრენინგების და დასაქმების გზით. პროექტი ასევე ემსახურება პროფესიულ სასწავლებლებსა და ბიზნეს სექტორს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ საზოგადოებაში არსებული სტიგმისა და დისკრიმანციის შემცირებას და აღნიშნულ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას. 

ორი წლის თავზე განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა 200 სამუშაოს მაძიებლისთვის იპოვა სამუშაო ადგილი, სპეციალურად შექმნილი უნიკალური დასაქმების მოდელის საშუალებით. 

პროექტი ხორციელდება 2015 წლის 1 სექტემბრიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 377,981 ევროს (982,750 ექ. ლარში). 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები