| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - თიბისი ჯგუფი საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების პლატფორმის შექმნას გეგმავს, - ამის შესახებ ჯგუფის დამფუძნებელმა ბიზნესის მხარდამჭერი პროექტების შესახებ საუბრისას განაცხადა.
მამუკა ხაზარაძე ამ ინიციატივას საინტერესოს და მნიშვნელოვანს უწოდებს.
„ძალიან საინტერესოდ მეჩვენება და ვფიქრობთ პროექტზე, გავაკეთოთ ცენტრი, სადაც საინფორმაციო ტიპის მომსახურება იქნება. შეიკრიბებიან ის ახალგაზრდები, რომლებიც დაკავებულნი არიან ინფორმაციული ტექნოლოგიებით. მე ვფიქრობ ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებას საქართველში აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და ამ სფეროს სჭირდება პლატფორმის შემქნა და იმ ადამიანების თავმოყრა, რომლებიც დღეს გაფანტულნი არიან საქართველოში და საზღვრებს გარეთ, რომ მოხდეს ამ ენერგიის ერთად, ერთ ადგილას შეკრება და დარწმუნებულ ვარ ამით ძალიან სწრაფად გავივლით იგივე გზას, რომელიც ისრაელმა გაიარა. დღეს ისრაელში არის ბევრი სტარტაპი, რომელიც მსოფლიოს წამყვანი აპლიკაციები გახდნენ“, - განაცხადა ბიზნესმენმა.
ამავე ინტერვიუში მამუკა ხაზარაძემ ის მიმართულებები დაასახელა, რომლის განვითარების პოტენციალსაც საქართველოში ხედავს: რეგიონის საგანმანათლებლო ცენტრად ჩამოყალიბება, ძლიერი სამედიცინო მომსახურების დანერგვით სამედიცინო ტურიზმის ცენტრად გადაქცევა და სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად გადაქცევა, რაშიც დიდ როლს ითამაშებს ანაკლიის პორტი.
„ეს ძალიან დიდ შესაძლებლობას იძლევა. ეს ნიშნავს იმას, რომ ისეთი დიდი კომპანიების, როგორიცაა „ამაზონი“, „ალიბაბა“, DHL თუ „იკეა“ , ცენტრები გადმოვიტანოთ საქართველოში. აქედან მოხდეს რეგიონის მომარაგება. ეს ავტომატურად გამოიწვევს ადგილზე წარმოების გახსნას. ვფიქრობ, ძალიან დიდი შესაძლებლობაა საქართველოს და ევროკავშირის შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაც, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია გადასახადის გარეშე შევა ევროპაში. ასეთი ცენტრების შექმნისკენ უნდა მივდიოდეთ. ასეთ ცენტრებსა და თიზ-ებში ბევრი პროექტი ნახავს თავის ადგილს“, - ამბობს ბიზნესმენი.
მამუკა ხაზარაძე დამწყებ ბიზნესს მხარდაჭერასაც უცხადებს და აღნიშნავს, რომ ცდილობს ყველაზე გიჟური იდეის განხორციელებაშიც კი ახალგაზრდებს დაეხმაროს.
„რაც უნდა გიჟური იდეა იყოს, ვცდილობ მივცე მას მიმართულება ჩემი გამოცდილებიდან, რომ ეს იდეა არ მოკვდეს. იმიტომ რომ თუ იდეა არ არის ძლიერი ის აუცილებლად გაქრება. შეიძლება იმ პოზიციამ, რომელიც მე ხშირად განმიცდია სხვებისგან, ისეთი იდეა მოკლას, რომ მერე სულ ინანო, რომ ამაზე ხომ მეც ვფიქრობდი და ვერ მივიყვანე სულ რაღაც რამდენიმე ნაბიჯით იქამდე... ვცდილობ, მივცე სტიმული რომ რაღაც ჩანასახში გადაიზარდოს“, - აღნიშნავს თიბისი ჯგუფის დამფუძნებელი და მიიჩნევს, რომ მხოლოდ ძლიერ ბიზნესს შეუძლია ქვეყნის განვითარება, გაძლიერება და გამთლიანება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss