| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ჭორები გამართლდა- Apple-მა iPhone X წარადგინა, თუმცა აღმოჩნდა, რომ X არა "იქსი" , არამედ "ათია". მისი დიზაინიც განსხვავებულია ეკრანი ჩარჩოს გარეშე.
მოდელს აქვს ახალი დისპლეი - OLED, Super Retina. არის 5,8 დიუმიანი დიაგონალით, 2436х1125 პიქსელის გაფართოებით.
აქვს HDR მხარდაჭერა და ჩამონტაჟებულია ტექნოლოგია True Tone.
თითის ანაბეჭდის სკანირების ნაცვლად აქვს სახის ამომცნობი ფუნქცია Face ID, რომელიც კამერის განსაკუთრებული სისტემის ხარჯზე მუშაობს. ერთი სენსორი ანათებს სახეს, ამიტომ სმარტფონის განბლოკვა სიბნელეშიც იქნება შესაძლებელი და როგორც Apple -ში ირწმუნებიან, iPhone X მოტყუება შეუძლებელია და შანსი, რომ ვინმე სხვამ განბლოკოს თქვენი ტელეფონი მილიონიდან ერთია.
კიდევ ერთი "ფიშკა" Animoji,-ია, ანიმაციური "სმაილები", სმარტფონი შეძლებს თქვენი სახის გამომეტყველებით ემოციის გაგებას და მის ანიმაციური სახით გადაცემას.
iPhone X კამერები ისეთივეა, როგორც iPhone 8 Plus -ის , უბრალოდ, ისინი ვერტიკალურად არის განთავსებული. საიუბილეო ვერსიის ორივე კამერას ოპტიკური სტაბილიზაციის ფუნქცია აქვს.
ასევე აქვს უკაბელო დამუხტვის ფუნქცია.
iPhone X ფასი 999 დოლარია. პირველი ტალღის ქვეყნებში ის გაყიდვაში 3 ნოემბერს გამოვა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss