| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კიდევ ერთი საწარმო შეძლებს გაფართოებას.
კომპანია, რომელიც მეტალოპლასტმასის და ალუმინის კარ-ფანჯრებს აწარმოებს ახალი მანქანა-დანადგარების შეძენას გეგმავს, რაც საშუალებას იძლევა, რომ კომპანიამ გაზარდოს წარმოების მოცულობა და დანერგოს ენერგოეფექტური მინის დამუშავების სტანდარტი.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ენერგოეფექტური მინებით დამზადებული ფანჯრები მნიშვნელოვნად ზოგავს სითბოდანაკარგებს და ამცირებს ელექტროენერგიის ხარჯს.
შპს „ელ-ჯი-ჯი“, რომელიც სამომავლოდ საწარმოს ფილიალის გახსნას ზუგდიდში და ქუთაისში გეგმავს, ხარისხის მართვის ევროპულ სერტიფიკატს ISO-9001 და “REHAU” ხარისხის სერთიფიკატებს ფლობს.
შპს „ელ-ჯი-ჯი“ მდებარეობს თბილისში, ფარსადანის ქ. #8 და პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით, კერძოდ კი სალიზინგო პროექტის თანადაფინანსებით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს.
სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა კი 143,535 ლარს შეადგენს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss