| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - აზიური ფაროსანას გავრცელების არეალში ავიაციით შეწამვლის სამუშაოები 13 სექტემბერს, 11 საათზე დაიწყება, სოფელ ანჟელის ტერიტორიიდან.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ავიაციის მეშვეობით სამეგრელოს და გურიის რეგიონებში 20 ათასამდე ჰექტარი ფართობის სასოფლო- სამეურნეო მასივების დამუშავებაა დაგეგმილი.
ღონისძიებები საავიაციო შეწამვლითი სამუშაოების წესების სრული დაცვით ჩატარდება. ავიაციით შეწამვლითი სამუშაოების განხორცილებისას, აუცილებელია უსაფრთხოების შესაბამისი ზომების დაცვა, რის შესახებაც საინფორმაციო საშუალებებით და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მეშვეობით წინასწარ მოხდება მოსახლეობის ინფორმირება: მოსახლეობა უნდა მოერიდოს და მოარიდოს პირუტყვი იმ ტერიტორიას, სადაც ქიმიური წამლობა მიმდინარეობს.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები იმ სტრატეგიის შესაბამისად ტარდება, რომელიც უცხოელი ექსპერტების ჩართულობით მომზადდა.
აღსანიშნავია, რომ მავნებლის წინააღმდეგ სურსათის ეროვნული სააგენტო ქიმიურ წამლობას ივნისიდან ატარებს. ამ დროისთვის მავნებლის საწინააღმდეგოდ 83 ათასამდე ჰექტარი ფართობია დამუშავებული, თუმცა მავნებილის გავრცელების შეზღუდვა ვერ მოხდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss