| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ბიზნესმენი თემურ ჭყონია ქუთაისში 100-ზე მეტ ნომრიან 5 ვარსკვლავიან სასტუმროს ააშენებს, რომელიც მართვაში "ქორთიარდ მარიოტს" გადაეცემა.
"ქორთიარდ მარიოტის" წარმომადგენელმა და თემურ ჭყონიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სამშაბათს მოაწერეს ხელი.
ახალი სასტუმრო დავით აღმაშენებლის მოედანზე, ახლად აშენებული "მაკდონალდსის" გვერდით განთავსდება.
სასტუმროს მშენებლობაში 13 მილიონიანი ინვესტიცია ჩაიდება.
"ეს არის ყველაზე დიდი ინვესტიცია, რომელიც ბოლო წლებში ქუთაისში განხორციელებულა. სასტუმროს მშენებლობაზე მოლაპარაკებები თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა. მშენებლობის პროცესებში რა თქმა უნდა ჩაერთვება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო. ქუთაისი ეკონომიკურად მზად არის, რომ აქ 5 ვარსკვლავიანი 100-ზე მეტ ნომრიანი სასტუმრო იყოს. მიხარია, რომ ჩემი მერობის პერიოდში ეს შეთანხმება მოხდა", - აღნიშნა ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss