ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სასწავლო ცენტრი თეგეტა აკადემია მიღებას აცხადებს
12 სექტემბერი, 2017, 16:36
სასწავლო ცენტრი თეგეტა აკადემია მიღებას აცხადებს

თბილისი (GBC) - “თეგეტა აკადემია” კანდიდატთა მომზადების მიზნით აცხადებს მიღებას გაყიდვების კონსულტანტის, სექტორის მენეჯერისა და პერსონალური მენეჯერის პოზიციაზე.

“თუ გსურთ დაიწყოთ კარიერა საავტომობილო სფეროში, ხართ მონდომებული, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანი, გეძლევათ შანსი ისწავლოთ „თეგეტა აკადემიაში“ და მიიღოთ გარანტირებული სამსახური კომპანია „თეგეტა მოტორსში“, - აცხადებენ კომპანიაში.  

„თეგეტა აკადემია“ ფუნქციონირებს 2013 წლიდან და არის უნიკალური სასწავლო პლატფორმა,  აკადემიის სასწავლო პროგრამა შედგენილია ევროპაში აპრობირებული დუალური განათლების მოდელის მიხედვით და გულისხმობს სამუშაოზე დაფუძნებულ სწავლებას.

მენეჯმეტნის ცნობით, სასწავლო ცენტრის, “თეგეტა აკადემია“-ს მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია ქვეყანაში, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება ავტომომსახურების სფეროში და მათი შემდგომი დასაქმება. 

“თეგეტა აკადემიის“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საქმიანობას  წარმოადგენს არსებულ თანამშრომელთათვის კვალიფიკაციის ასამაღლება, როგორც ადგილობრივი რესურსით, ასევე საერთაშორისო პარტნიორების ტრენერების მონაწილეობით, როგორებიც გახლავთ ბოში, მოტული, პორშე, ტოიოტა და სხვა მსოფლიო წამყვანი ბრენდები.

„თეგეტა აკადემია“ აქტიურად თანამშრომლობს წამყვან უნივერსიტეტებსა და პროფესიულ კოლეჯებთან, ატარებს როგორც სტუდენტურ სემინარებსა და ტრენინგებს, ასევე ახორციელებს საწარმოო პრაქტიკას კოლეჯის სტუდენტებისთვის.

მიმდინარე წელს „თეგეტა აკადემია“-მ გახსნა  კიდევ ერთი ფილიალი, დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები