ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ნინო ჯავახაძე: Moody’s-ის მიერ რეიტინგის გაუმჯობესებას  უნდა მოყვეს ინვესტიციების შემოდინება
12 სექტემბერი, 2017, 13:41
ნინო ჯავახაძე: Moody’s-ის მიერ რეიტინგის გაუმჯობესებას  უნდა მოყვეს ინვესტიციების შემოდინება

თბილისი (GBC) - „საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის Ba3-დან Ba2-მდე გაუმჯობესება არის აშკარა სიგნალი ინვესტორებისთვის, რომ საქართველოში მდგომარეობა უმჯობესდება და ამას ლოგიკურად უნდა მოყვეს ინვესტიციების და საერთაშორისო კაპიტალის შემოდინება“ - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, რეიტინგის გაუმჯობესება ასევე ხელს უწყობს ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტების წვდომას საერთაშორისო ფინანსურ რესურსებზე.

„რეიტინგის გაუმჯობესებისას სარეიტინგო სააგენტო აფასებს ეკონომიკის სტრუქტურას, ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებს, იმ საფრთხეებს და შესაძლებლობებს, რაც არსებობს, ასევე საჯარო ფინანსების მართვას, ვალის მართვას და სხვა ფაქტორებს, ყველაფერს, რასაც შესაძლებელია გავლენა ჰქონდეს ქვეყნის უნარზე, რომ მოემსახუროს თავის ფინანსურ ვალდებულებებს“ - აღნიშნა ნინო ჯავახაძემ.

მისი განცხადებით,  რეიტინგის შედგენისას სარეიტინგო კომპანიამ გაითვალისწინა საქართველოს მიერ 2014-2016 წლებში ნეგატიური საგარეო ფაქტორების შედეგად დადებითი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება და ზოგადად ის ფაქტი, რომ ქვეყანა კარგად გაუმკლავდა ამ საგარეო შოკებს.

შეგახსენებთ, 2010 წლის შემდეგ პირველად,  Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი გააუმჯობესა 1 საფეხურით BA3-დან BA2-ზე. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები