ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ირაკლი კოვზანაძე: ირაკლი მექვაბიშვილი იქნება პროფესიონალი და მიუკერძოებელი გენერალური აუდიტორი
11 სექტემბერი, 2017, 20:48
ირაკლი კოვზანაძე: ირაკლი მექვაბიშვილი იქნება პროფესიონალი და მიუკერძოებელი გენერალური აუდიტორი

თბილისი (GBC) - „ირაკლი მექვაბიშვილი არის მაღალი კვალიფიკაციის ფინანსისტი. იგი ევრობანკის უფროსი ბანკირია და ბოლო ათი წლის განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა საინვესტიციო პროექტებში, როგორ საქართველოში ასევე რეგიონის სხვა ქვეყნებში. ვფიქრობ, მისი გამოცდილება გამოადგება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შემდგომ ინსტიტუციურ განვითარებას და ვფიქრობ, საქართველოს პარლამენტისა და აუდიტის სამსახურის ურთიერთობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდება,“ - ასე შეაფასა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარდგებილი ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურა.

ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, რომ ახელმწიფო აუდიტი არის პარლამენტის მთავარი ბერკეტი, რომ ამ უწყებამ მოახდინოს საბიუჯეტო ხარჯების ეფექტიანი კონტროლი.

" ჩემთვის, როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარესთვის, რომელიც უშუალოდ უწევს საპარლამენტო ზედამხედველობას აუდიტის სამსახურს, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰყავდეს ძლიერი და დამოუკიდებელი აუდიტის სამსახური. ჩემი აზრით, ირაკლი მექვაბიშვილი იქნება პროფესიონალი და მიუკერძოებელი გენერალური აუდიტორი“, - ამბობს კოვზანაძე.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები