| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „Moody’s-ის განცხადებით ახალი, დამაჯერებელი რეფორმები მომავალში დადებითად აისახება საქართველოს საკრედიტო მდგომარეობაზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი ფისკალური რეფორმების ეფექტურობა, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდასა და დანაზოგების გენერირებას,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბრიფინგზე, რომელიც საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის მიერ საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებას მიეძღვნა.
სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი Ba3-დან Ba2-მდე გააუმჯობესა, ხოლო მდგომარეობა კვლავ "სტაბილურით" შეაფასა.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, სააგენტოს მიერ დადებითადაა შეფასებული რეფორმები, რომლებიც დოლარიზაციის შემცირებისა და ლარიზაციის ზრდისკენაა მიმართული. საპენსიო რეფორმა, ფისკალური რეფორმები განხილულია, როგორც საკრედიტო მდგომარეობის პერსპექტიული გაუმჯობესების წყარო.
„საკრედიტო კომპანიის შეფასებით, რეიტინგის გაუმჯობესება შესაძლებელია შიდა დანაზოგების ზრდით, საგარეო მოწყვლადობის შემცირებითა და დივერსიფიკაციის ხელშემწყობი ეკონომიკური რეფორმებით,“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პრესრელიზში სააგენტომ მიუთითა, რომ საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პერსპექტივად აღიქმება ევროკავშირთან ასოცირების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (DCFTA).
Moody’s-ის ექსპერტების განცხადებით, ევროკავშირთან და მის სტანდარტებთან დაახლოება ხელს შეუწყობს ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss