ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
შაჰტახტის დედაციხეს თბილისის ტურისტულ მარშრუტზე დაიტანენ
11 სექტემბერი, 2017, 16:38
შაჰტახტის დედაციხეს თბილისის ტურისტულ მარშრუტზე დაიტანენ

თბილისი (GBC) - "შაჰტახტის დედაციხის“ მონაკვეთზე არქეოლოგიურ სამუშაოების დასრულებას თბილისის მერი გაეცნო. 

მერიის ცნობით, ჩატარებული გათხრების შედეგად, აღმოჩენილია XI-XII საუკუნის სამეურნეო ნაგებობები, თონე და ქვევრები.

 მნიშვნელოვანი ისტორიული ნიმუშებს კვლევა ჩაუტარდება და მათ ეროვნულ მუზეუმში გადაიტანენ. 

„ისტორიულად ცნობილ, ძალიან საინტერესო ადგილზე ჩატარდა კვლევები. ყველა ის ადგილი იქნა გათხრილი, რომლებიც ვახუშტის რუკაზე არის დატანილი. მნიშვნელოვანია ის, რომ მომავალში ამ ყველაფრის კონსერვაცია მოხდება და ჩვენს ქალაქს, ტურისტებისთვის მიმზიდველი, კიდევ ერთი ადგილი შეემატება“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

არქეოლოგიური კვლევების განხორციელება „წმ. 40 სებასტიელ მოწამეთა", "საჯოგისა“ და „თრელიგორების ნასახლარის“ მიმდებარე ტერიტორიაზე 2015 წელს დაიწყო. 2016 წლის მარტში კი არქეოლოგიური სამუშაოები „შახტახტის დედაციხისა“ და „თრელიგორების ნასახლარის“ მიმდებარედ განახლდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები