ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რა ღირს ყურძენი კახეთში - რთველი აქტიურ ფაზაში შედის
11 სექტემბერი, 2017, 11:01
რა ღირს ყურძენი კახეთში - რთველი აქტიურ ფაზაში შედის

თბილისი (GBC) - კახეთში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. 

რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, ყურძნის დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 2,6 ათას ტონას მიაღწია.

11 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 18.6 ათასი ტონა ყურძენი. მევენახეებმა ყურძნის რეალიზაციის შედეგად, შემოსავლების სახით უკვე 18 მლნ-მდე ლარი მიიღეს.

რქაწითელის საშუალო ფასი 70-75 თეთრია, საფერავის - 1.2- 1.30 ლარი. 

ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 132 ღვინის კომპანია, ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 67.

მთლიანი გადამუშავებული ყურძნიდან 7 ათასი ტონა რქაწითელი, 9,3 ათასი ტონა საფერავი, 828 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

 

რთველის მიმდინარეობის ინფორმაცია განთავსდება ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე: http://georgianwine.gov.ge და http://rtveli2017.gov.ge.
#რთველი2017

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები