| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – Fitch Ratings-ის განცხადებით, „სილქნეტის“ ბოჭკოვანი სტრატეგია აუმჯობესებს კომპანიის ზრდის პროგნოზებს და აძლიერებს მის კონკურენტუნარიანობას.
„სილქნეტი“ უახლესი ტექნოლოგიით ინფრასტრუქტურის ფართომასშტაბიან განახლებას ახორციელებს, რისი მიზანიც მომხმარებლების ბოჭკოვან ქსელში მასშტაბური გადაპორტირებაა.
კომპანიის მენეჯმენტი გეგმავს გაზარდოს შემოსავლები (ARPU) და ამავდროულად, გაზარდოს შემოსავლები ფასიანი სატელევიზიო სერვისებიდან, უფრო ფართე ბოჭკოვანი დაფარვით. თუმცა ამის გამოწვევა, საქართველოს GDP-ია ერთ სულ მოსახლეზე (2016 წლის მონაცემებით, $3,615, რაც განვითარებადი ევროპული ქვეყნის საშუალო მაჩვენებლის 37%-ია).
ADSL-ის მომხმარებლები შედარებით დაბალი ტარიფებით სარგებლობენ, მზად არიან გადაიხადონ დამატებითი თანხა უფრო უკეთესი ხარისხისთვის და დამატებითი სერვისებისთვის, განსაკუთრებით დიდი ქალაქების გარეთ.
მენეჯმენტის სტრატეგიას, გაზარდოს შემოსავლები ოპტიკური ინტერნეტის მომხმარებლებისგან, ხელს ბაზრის კონკურენცია უშლის. კომპანიის სამომხმარებლო შეთავაზება ბაზრის ტოლფასია და არ აქვს საფასო მიმზიდველობა.
„მაგთიკომი“, „სილქნეტის“ უდიდესი კონკურენტი კონსოლიდაციის ხარჯზე სხვადასხვა სერვისებს ანვითარებს, პაკეტური შეთავაზებები არ ყოფილა აქტიურად წარდგენილი ბაზარზე, თუმცა საბაზრო წილებში მნიშვნელოვანი ცვლილებების გათვალინებით, ორივე ოპერატორი რისკავს მათ ფართო მოხმარებას.
სარეიტინგო კომპანია ფიქრობს, რომ სილქნეტის მომგებიანობა მყარად გააგრძელებს გაუმჯობესებას, მენეჯმენტის ხარჯების შემცირებაზე ფოკუსირების გათვალისწინებით, ამავდროულად ზრდადი კონტრიბუციით, მაღალ მარჟიანი ფასიანი ტელევიზიასა და პრემიუმ ბოჭკოვან სერვისებზე.
აღსანიშნავია, რომ კომპანიას არ აქვს მნიშვნელოვანი მობილური ოპერაციები, რაც "სილქნეტს" არახელსაყრელ სიტუაციაში აყენებს.
Fitch აღნიშნავს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ "სილქნეტის" აქტივების მფლობელი კომპანია „სილქ როუდ ჯგუფი“ საკუთარ ფინანსურ ანგარიშს არ აქვეყნებს, სილქნეტს „B“ კატეგორიის რეიტინგიდან უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლის საშუალებას არ აძლევს.
2016 წლის ბოლოს "სილქნეტის" არასაკმარისი ლიკვიდურობის გამო, მან 2017-ში ვერ მოახერხა მისი ამორტიზირებული სესხის გადახდა რაც დაახლოებით 25 მილიონ ლარს შეადგენს.
თუმცა კომპანიამ საკუთარი გრძელვადიანი საბანკო კრედიტის ვადიანობა გაზარდა 2021 წლიდან, 2024 წლამდე, რითიც ყოველწლიური რეფინანსირების ხარჯი შეუმცირა.
მსგავსი პოზიტიური გავლენა შესაძლოა მიღწეულ იქნას მიმდინარე წლის აგვისტოში 2022 წლამდე გამოშვებული 34 მილიონი ლარის ბონდებიდან, საიდანაც დიდი წილი არსებული საბანკო კრედიტის რეფინანსირებისთვის იყო მიმართული.
"სილქნეტის" ძირითადი კრედიტორი ბანკი "თიბისია".
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss