| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - “კამარა ჰესის” საპროექტო სიმძლავრე გაიზარდა, - ამის შესახებ კომპანია „როიალ ბილდინგ ჯორჯიას“ მიერ მომზადებულ გზშ-ს ანგარიშშია ნათქვამი.
დოკუმენტის მიხედვით, კომპანია თერგზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, არა 11,74 მგვტ დადგმული სიმძლავრის, არამედ, 13,2 მგვტ-ის სიმძლავრის ჰესს ააშენებს, რაც საშუალო სიმძლავრის ჰესების კატეგორიას განეკუთვნება.
ჩატარებული საძიებო სამუშაოების შედეგად მიღებული ინფორმაციისა და ჰესის კვანძების განთავსების ტერიტორიის ადგილზე დეტალურად, რამდენჯერმე დათვალიერება-შესწავლის შემდეგ, ჰესის კვანძების განთავსების ადგილებმა, ნიშნულებმა და საპროექტო ჰესის სიმძლავრის მახასიათებლებმაც განიცადა გარკვეული კორექტირება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
აღსანიშნავია, რომ ჰესს ექნება 3 ტურბინა და არა ადრე განსაზღვრული 2.
ჰესი ეწყობა და მუშაობს მდინარის მოდინებაზე, მდინარის ჩამონადენის დარეგულირების გარეშე. ჰესის სათავე წყალმიმღები კვანძი ეწყობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფ. ტყარშეტთან.
გზშ-ს ანგარიშის განხილვა 20 ოქტომბერს, 12:00 საათი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში მოხდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss