ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზის გასაყვანად 4.08 მილიონი ლარი გამოიყო
31 აგვისტო, 2017, 14:12
ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზის გასაყვანად 4.08 მილიონი ლარი გამოიყო

თბილისი (GBC) - ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის ასაშენებლად „საქართველოს რკინიგზამ“ 4.088 მილიონი ლარი გამოყო.

სამუშაოების შემსრულებელს კომპანია ტენდერით შეარჩევს. პრეტენდენტებმა  საკუთარი ფასი 15 სექტემბერს 12:00 საათამდე უნდა დაასახელონ.

დაგეგმილია 2.7 კილომეტრიანი ლიანდაგის აშენება. პროექტით, ლიანდაგი დასაწყისიდან უხვევს მარჯვნივ, გადაკვეთს ქუთაისი-სამტრედიას საავტომობილო გზას და განთავსდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სამგზავრო შენობის წინ მოედანზე, შენობიდან 60 მეტრ მანძილზე, სადაც გათვალისწინებულია სამგზავრო მაღალი ბაქნის მოწყობა სიგრძით 120 მეტრი და სამგზავრო დაბალი ბაქნის მოწყობა სიგრძით 216 მეტრი.

სამუშაოები  ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 დღეში უნდა დასრულდეს.

როგორც იცით, ქუთაისის აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობაც იწყება. სამუშაოებს კომპანია „ანაგი“ (პრინციპალი) შეასრულებს, რომელთანაც 23.2 მილიონი ლარის მოცულობის კონტრაქტის გაფორმების პროცედურა მიმდინარეობს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები