ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საჯარო რეესტრი საქართველო–თურქეთის საზღვრისპირა ტერიტორიის აეროგადაღებას ახორციელებს
31 აგვისტო, 2017, 13:43
საჯარო რეესტრი საქართველო–თურქეთის საზღვრისპირა ტერიტორიის აეროგადაღებას ახორციელებს

თბილისი (GBC) -  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ქვეყნის ტერიტორიის აეროგადაღებებს აგრძელებს.

ამჟამად აეროგადაღება საქართველო-თურქეთის საზღვრისპირა ტერიტორიაზე მიმდინარეობს. სამუშაოებს საჯარო რეესტრი ნორვეგიის კარტოგრაფიის ორგანოს (STATENS KARTVERK) დახმარებით, პროექტის „რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის - საქართველოს ორთოფოტო“ ფარგლებში ახორციელებს.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ გეოინფორმაციული, კარტოგრაფიული და ტოპოგრაფიული მონაცემების შექმნისთვის აეროფოტოგადაღება ყველაზე საიმედო და ეკონომიურ მეთოდად მიიჩნევა. აეროგადაღებით მიღებული ზუსტი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მონაცემები საკუთრების უფლებების დაცვას, მიწის მართვის გაუმჯობესებას, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დარგების განვითარებასა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების სწორად დაგეგმვას შეუწყობს ხელს.

ახალ მასალებზე დაყრდნობით, საჯარო რეესტრი ორთოფოტოგეგმებს მოამზადებს, რომელსაც მრავალი დანიშნულებით, მათ შორის: კადასტრის მაღალი ხარისხით წარმოებისთვის, ასევე, ნავიგაციაში, სამგანზომილებიანი მონაცემების შესაქმნელად გამოიყენებს.

„რუკები მიწის მდგრადი მართვისთვის - საქართველოს ორთოფოტო“ პროექტის დაფარვის არეალი დაახლოებით 40 000 კვ.კმ. შეადგენს. ამ დროისათვის აეროგადაღებებითი სამუშაოების 80%-მდეა დასრულებული. საქართველო–თურქეთის საზღვრისპირა ტერიტორიის დასრულების შემდეგ, საჯარო რეესტრი საქართველო–სომხეთის საზღვრისპირა ტერიტორიის აეროგადაღებას გეგმავს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები