| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეები პრემიებს მიიღებენ- შესაბამის დავალება პრემიერმა ფინანსთა მინისტრს უკვე მისცა.
გიორგი კვირიკაშვილმა ხუთშაბათს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ სამუშაოებში დაახლოებით 3 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა
"მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ეს იყო ერთობლივი ძალისხმევა და ძალიან კოორდინირებული მუშაობა სახელმწიფო და კერძო უწყებების. მე მინდა ყველა ადამიანს, ვინც იქ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ებრძოდა გამძვინვარებულ სტიქიას, მადლობა გადავუხადო. სტიქიის მასშტაბები ახლა დგინდება და ის იყო ძალიან დიდი. 3 ათასზე მეტი ადამიანი იყო ჩართული ცეცხლის ჩაქრობაში", - აღნიშნა კვირიკაშვილმა და მეხანძრე-მაშველებს, მეტყევეებს, საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, ჯარისკაცებს, ექიმებს, ენერგეტიკის და სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლებს, ასევე მოსახლეობას და კერძო კომპანიებს მადლობა გადაუხადა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss