ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ქუმსიშვილი: თურქმენეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სატრანსპორტო დერეფნისა და სატრანზიტო პოტენციალის განვითარება
31 აგვისტო, 2017, 10:06
ქუმსიშვილი: თურქმენეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სატრანსპორტო დერეფნისა და სატრანზიტო პოტენციალის განვითარება

თბილისი (GBC) - თურქმენეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სატრანსპორტო დერეფნისა და სატრანზიტო პოტენციალის განვითარება  - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა თურქმენეთში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შემდეგ.

„აღნიშნული დერეფანი მნიშვნელოვანია როგორც იმ საქონლისა და მომსახურების გატანისათვის, რასაც აწარმოებს თურქმენეთი, ასევე, ნავთობპროდუქტებისა და გაზის ტრანსპორტირებისთვის. ჩვენთვისაც მნიშნელოვანია ამ მიმართულებებით მოხდეს მოწოდების დივერსიფიკაცია. ამ კუთხით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კარგი პერსპექტივაა,“  - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში პირველმა ვიცე-პრემიერმა მონაწილეობა მიიღო საქართველო-თურქმენეთის ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომაში, ასვე გაიმართა დიმიტრი ქუმისიშვილის ორმხრივი შეხვედრები თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან.  

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები