ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ბაკურიანში ყინულის მრავალფუნქციური მოედნის მოწყობა იგეგმება
მარიამ მინაძე  
30 აგვისტო, 2017, 13:25
ბაკურიანში ყინულის მრავალფუნქციური მოედნის მოწყობა იგეგმება

თბილისი (GBC) - მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში ყინულის მრავალფუნქციური მოედნის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და კონცეპტუალური პროექტის მოსამზადებლად ინტერესთა გამოხატვას აცხადებს.

საკონსულტაციო მომსახურება ითვალისწინებს საინჟინრო-საპროექტო მომსახურების გაწევას.

პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს  2300 სკამზე გათვლილი ჰოკეის არენის მოწყობა, საციგურაო მოედნით, რომელსაც ექნება შესაძლებლობა  სპორტისა თუ კულტურული ღონისძიებების მიხედვით ტრანსფორმირდეს.

ასევე აღჭურვილი უნდა იყოს 8 ინდივიდუალური და 2 ჯგუფური გასახდელით, 80 კაცზე გათვლილი რესტორნით, 300 მანქანის ტევადობის პარკინგით, შოპინგ ცენტრითა და სხვა შესაძლებლობებით.

ტერიტორია სადაც მრავალფუნქციური მოედანი უნდა განვითარდეს 10,000 კვ.მ-ია, ხოლო ჯამური ტერიტორია 16,800 კვ.მ-ია.

ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა კომპანიებს მიმდინარე წლის 11 სექტემბრამდე შეუძლიათ მიიღონ.

 

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები