ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ვალუტა და ფასიანი ქაღალდები << უკან
საქართველოს სალიზინგო კომპანიამ ობლიგაციები უპრეცენდენტოდ დაბალ პროცენტში განათავსა
30 აგვისტო, 2017, 11:33
საქართველოს სალიზინგო კომპანიამ ობლიგაციები უპრეცენდენტოდ დაბალ პროცენტში განათავსა

თბილისი (GBC) -საქართველოს სალიზინგო კომპანიამ" (GLC) 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, 3 წლიანი ობლიგაციები გამოუშვა. განთავსების აგენტი "გალტ & თაგარტია".

"ეს არის ქართულ კომპანიებს შორის, კუპონის ყველაზე დაბალი განაკვეთის ობლიგაციების განთავსება აშშ დოლარში. ხსენებულ ობლიგაციებზე მოთხოვნამ, მიწოდებას მნიშვნელოვნად გადააჭარბა, რამაც განაპირობა კიდეც ობლიგაციების უპრეცენდენტოდ დაბალ პროცენტში განთავსება", - აცხადებს G&T.

3 წლიანი, დოლარში დენომინირებული ობლიგაციები მომხმარებელს კუპონის ფიქსირებულ 7%-იან განაკვეთს სთავაზობს, რაც 2014 წლის სექტემბერში გამოშვებული ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთთან შედარებით 1.75 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. 

"მოხარული ვართ განვაცხადოთ "საქართველოს სალიზინგო კომპანიის" ობლიგაციების რიგით მეორე, წარმატებული გამოშვების შესახებ. ობლიგაციებზე დაფიქსირდა გადაჭარბებული მოთხოვნა, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს კომპანიის მაღალ სანდოობაზე და "გალტ & თაგარტის" პროფესიონალიზმზე. ობლიგაციების ბაზარი დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციის ძალიან ხელსაყრელი საშუალებაა და GLC-ი მომავალშიც გააგრძელებს აღნიშნული ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენებას",- განაცხადა საქართველოს სალიზინგო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ელდარ ახვლედიანმა.

"მოხარული ვარ, ავღნიშნო "გალტ & თაგარტის" როლი GLC-ის ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში. ეს არის ქართული კომპანიის მიერ აშშ დოლარში დენომინირებული, ფიქსირებული შემოსავლის მქონე ფინანსური ინსტრუმენტის საჯარო განთავსება საქართველოში ყველაზე დაბალ საპროცენტო განაკვეთში. მომხმარებელი დიდი ინტერესით შეხვდა ობლიგაციების გამოშვებას, რის შედეგადაც მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა. მინდა მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს, რომელიც საკუთარი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, გახდა საინვესტიციო-საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში. სადღეისოდ „გალტ & თაგარტს“ მიმართავენ კერძო და საჯარო კომპანიები და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები“ - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა - ოთარ შარიქაძემ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები