ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
Wizz Air-მა ბარგისა და Online Check-in-ის პირობები შეცვალა
მარიამ მინაძე
29 აგვისტო, 2017, 17:02
Wizz Air-მა ბარგისა და Online Check-in-ის პირობები შეცვალა

თბილისი (GBC) - დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ბარგთან დაკავშირებით პირობები შეცვალა. ცვლილებები 29 ოქტომბერს და მის შემდგომ პერიოდში არსებულ ფრენებს ეხება.

ცვლილებების მიხედვით, 29 ოქტომბერს და მის შემდგომ პერიოდში ერთი გზის ავიაბილეთი მოიცავს გადასახადებს, ადმინისტრაციულ და სხვა საკომისიოებს, ასევე ერთ ხელბარგს, რომლის ზომაც სახეცვლილია და  55x40x23 სმ განისაზღვრა.

29 ოქტომბრამდე არსებულ ბილეთებს რაც შეეხება, მცირე ხელბარგის ზომა 42x32x25 სმ-ია და ის უფასოა, ხოლო დიდი ზომის ხელბარგი, 56x45x25 სმ-იანი ზომით, ერთ გზაზე 15 ლარია.

ავიაკომპანია განმარტავს, რომ ლიმიტირებული სივრციდან გამომდინარე, კომპანიას არ აქვს შესაძლებლობა ბორტზე ყველა ხელბარგი აიტანოს. იმ შემთხვევაში თუ მგზავრს ბორტზე რაიმე დამატებით ხელბარგის ატანა სურს, როგორიცაა მაგალითად ლეპტოპის ჩანთა, მან Wizz Priority უნდა შეიძინოს, რომლის ფასიც ერთ გზაზე 14 ლარია. გარდა გარანტირებულად ბარგის ბორტზე ატანისა, ეს სერვისი მომხმარებელს მომსახურების ურიგოდ მიღების შესაძლებლობასაც აძლევს.

 ჩასაბარებელი ბარგი კვლავ ფასიანია. თუმცა საშუალო ზომის ჩასაბარებელი ბარგი 23 კილოს ნაცვლად 20 კილო გახდა.

შეიცვალა ასევე ონლაინ რეგისტრაციის (Online Check-in) პირობებიც. კერძოდ, 15 აგვისტომდე ნაყიდ ბილეთებზე რეგისტრაციის გავლა კვლავ ძველებურად, გაფრენამდე 30 დღით ადრეა შესაძლებელი, ხოლო 15 აგვისტოს და მის შემდეგ ნაყიდ ბილეთებზე ონლაინ რეგისტრაცია გაფრენამდე მხოლოდ 48 საათით ადრეა შესაძლებელი.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები