თბილისი (GBC) - პირველი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი - იყიდე ქართული 10 ოქტომბერს თბილისში, სასტუმროში - “ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისი” გაიმართება.
ღონისძიების ინიციატორი და ორგანიზატორია მოძრაობა KAR.GE. მხარდამჭერები არიან საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია (GPF) და ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია (GEA).
ორგანიზატორთა ცნობით, "იყიდე ქართული" უპრეცედენტო ღონისძიებაა, რომელიც ერთ სივრცეში შეკრებს მწარმოებლებს, საცალო & საბითუმო სავაჭრო ცენტრებს / ქსელებს / მაღაზიებს, სასტუმროებს, რესტორნებსა და კაფეებს, დისტრიბუტორებს, ლოგისტიკურ ცენტრებს, საბითუმო ბაზრობებს, სატრანსპორტო / საფოსტო / კურიერულ კომპანიებს, სერტიფიცირების მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს, უცხოეთიდან ჩამოსულ ექსპორტიორებს & buyer-ებს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებს, ემიგრანტებსა და დიასპორულ ორგანიზაციებს, უცხო ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებს საქართველოში, უცხოურ სავაჭრო პალატებს, სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებს / პროექტებს, ქართულ ბიზნეს გაერთიანებებს, ბიზნეს მედიას, მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლებს, სულ 300-ზე მეტ საქმიან ადამიანს.
ბიზნეს ფორუმზე იქნება: 1) გამოსვლები, 2) პანელური დისკუსიები, 3) ქართული ხარისხიანი პროდუქციის ექსპო & დეგუსტაცია და 4) B2B შეხვედრები.
ექსპოში მონაწილე მწარმოებელთა რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ http://kar.ge/buygeorgian/