ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
რკინიგზა:  პროვოკაციების სერია გრძელდება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს უსაფრთხოების სისტემების პარალიზება 
25 აგვისტო, 2017, 15:37
რკინიგზა:  პროვოკაციების სერია გრძელდება, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს უსაფრთხოების სისტემების პარალიზება 

თბილისი (GBC) - "საქართველოს  რკინიგზა" აქციის მონაწილეთა ადმინისტრაციის შენობაში ძალით შეღწევის შემთხვევაში,  უსაფრთხოების სისტემების პარალიზებას აანონსებს. 

კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, რომ პროვოკაციების სერია გრძელდება. 

"საქართველოს რკინიგზის ცენტრალურ ოფისში განთავსებულია ცენტრალური სადისპეჩერო და მატარებელთა მოძრაობის მართვის ცენტრი რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს რკინიგზაზე სატვირთო და სამგზავრო მატარებლების უსაფრთხო გადაადგილებას. ჩვენ ვხედავთ პროვოკაციების სერიას რომელიც დაგეგმილია და ემსახურება  რკინიგზის დისკრედიტაციას და საწარმოო პროცესის ჩაშლას, ადმინისტრაციულ შენობაში ძალისმიერი მეთოდებით შეღწევამ შესძლოა გამოიწვიოს უსაფრთხოების სისტემების პარალიზება, რაც გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანს, ვინაიდან საქართველოს რკინიგზით ყოველდღიურად გადაადგილდება ათასობით ადამიანი და მათი უსაფრთხოდ გადაყვანა არის ჩვენი მტავარი მიზანი და საზრუნავი. ჩვენთვის მიუღებელია მსგავსი დესტრუქციული მოქმედებები აქციის ორგანიზატორების მხრიდან", - ნათქვამია განცხადებაში.

რკინიგზის ადმინისტრაცია მოუწოდებს აქციის მონაწილეებს თავი შეიკავონ ძალისმიერი ქმედებისგან და კარგად გაიაზრონ ის საფრთხე რომელიც არსებობს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები