ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ქართველ მეცხვარეებს ჩინეთში ცხვრის ტყავის ექსპორტის დაწყება სურთ
25 აგვისტო, 2017, 13:20
ქართველ მეცხვარეებს ჩინეთში ცხვრის ტყავის ექსპორტის დაწყება სურთ

თბილისი (GBC) - ქართველ მეცხვარეებს ჩინეთში ცხვრის ტყავის ექსპორტის დაწყება სურთ.

მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი GBC-სთან ამბობს, რომ ეს შესაძლებლობა ქართულ მხარეს, საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხების ძალაში შესვლის შემდეგ გაეხსნება და მეცხვარეებისთვის დამატებითი შემოსავალი გახდება.

„საქართველოში ცხვრის ტყავი ძალიან იაფია და არც მოთხოვნაა, ხშირად გადაყრა გვიწევს ან ძალიან დაბალ ფასად ჩაბარება, მაშინ როდესაც ჩინეთში ამ ტყავზე მაღალი მოთხოვნაა და ძვირიც ღირს. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამ უდიდეს ბაზარზე წვდომას გვიხსნის და ვფიქრობ, ტყავი ერთ-ერთი საექსპორტო საქონელი გახდება“, - მიიჩნევს ბექა გონაშვილი.

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ამოქმედების შემდეგ ცოცხალი ცხვირს ექსპორტზე საბაჟო გადასახადი ნულდება. დაკლული ხორცის გატანის შემთხვევაში არსებული არსებული გადასახადი 12-18% ეტაპობრივად შემცირდება და საბოლოოდ ისიც 0% დაბეგვრის რეჟიმში გავა.

ტყავზე კი, გადასახადი, რაც სხვადასხვა შემთხვეებში 7-14%-ია, შეთანხების ამოქმედებიდან პირველივე წელს ნულდება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები