| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ 1 აგვისტოსთვის 16.9 მლრდ ლარს გადააჭარბა.
ეროვნული ბანკის ცნობით, ბოლო 1 თვეში ანაბრები 97.5 მლნ ლარით ანუ 0.6 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 0.8 პროცენტით მეტი).
ივლისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 302.7 მლნ ლარით ანუ 3.4 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ეს მაჩვენებელი გაიზარდა 3.6 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 205.1 მლნ ლარით, ანუ 2.6 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე შემცირდა 2.5 პროცენტით).
მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსათვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 34.49 პროცენტი შეადგინა. პირველი ივლისის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, დეპოზიტების ლარიზაცია 1.97 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.3 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.3 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 3.0 პროცენტი.
უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.8 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 12.2 პროცენტი შეადგინა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss