| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 23 აგვისტოს მომხდარი ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებს 405 000 ლარის ზარალი მიადგათ.
გურიის გუბერნატორის განცხადებით, ნატანებსა და დაბა ურეკში დაზიანებულია 19 საცხოვრებელი სახლის სახურავი, რომელიც აღდგენას საჭიროებს. ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ღრმაღელესა და სუფსაში 14 საცხოვრებელი სახლის სახურავია დაზიანებული. ასევე დაზიანებულია შიდა გზები.
“სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები ორი დღის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა. გაწმენდილია ადგილობრივი მნიშვნელობის გზები. აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება. ჯამში, სულ ოზურგეთში (ურეკი, ნატანები) და ლანჩხუთში (ღრმაღელე, სუფსა) დაზიანდა 33 საცხოვრებელი სახლის სახურავი,“- განაცხადა მერაბ ჭანუყვაძემ.
ზარალის საბოლოო მონაცემები დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss