ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბანკები ხანძრის შედეგების სალიკვიდაციოდ დაფინანსებას გამოყოფენ
ნინო შუბითიძე
24 აგვისტო, 2017, 13:46
ბანკები ხანძრის შედეგების სალიკვიდაციოდ დაფინანსებას გამოყოფენ

თბილისი (GBC) – ბანკების ასოციაციამ  მთავრობის  მხარდაჭერაზე განაცხადა და დაგეგმილ კამპანიაზე.

ფინანსური მხარდაჭერის პაკეტებზე განცხადებებს ბანკები  უახლოეს დღეებში გააკეთებენ.

საბანკო სექტორი უერთდება რა პრემიერ - მინისტრის განცხადებას, სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის და უნიკალური ფლორა-ფაუნის აღდგენაში მონაწილეობისთვის სრულ მზადყოფნაშია.

„საბანკო სექტორი, როგორც ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგი,  ვერ იქნება გულგრილი ჩვენს ქვეყანაში, ბოლო დღეებში, მიმდინარე მოვლენებისადმი და მზადაა, მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინოს ქვეყანას სტიქიასთან ბრძოლის ამ მეტად რთულ და საპასუხისმგებლო მომენტში.

საქართველოს საბანკო სექტორი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ეკონომიკის განვითარებაში და ყოველწლიურად ზრდის ეკონომიკის დაფინანსების მოცულობას,  ყოველთვის სოლიდარული იყო იმ სტიქიური და ექსტრემალური სიტუაციებისას, რომლებიც სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში გასულ წლებში განვითარდა, ეხება რა ეს 2008 წლის აგვისტოს ომის თუ თბილისში 2015 წელს ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო შედეგების, სოლიდური მატერიალური თუ ფინანსური მხარდაჭერის თვალსაზრისით.

დღეს მსოფლიოში მიმდინარე კლიმატური ცვლილებების შედეგად, ეს პრობლემა გლობლურ ხასიათს ატარებს და ამ სახის კატაკლიზმებისაგან არც ერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული, რაც სამწუხაროდ, ხშირად ადამიანური ტრაგედიების და მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანაკარგების მიზეზი ხდება. ჩვენ სოლიდარულები და მადლობლები ვართ პირველ რიგში იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამ დღეებში მართლა გმირული შემართებით, ზოგჯერ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად  ებრძვის სტიქიას.  ასევე, ყველა იმ ქვეყნის, რომლებიც გვერდში გვიდგანან და ტექნიკურ და მატერიალურ დახმარებას გვიწევენ“,- აღნიშნულია ასოციაციის განცხადებაში.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები